შემოგვიერთდი

04.09.2014 15:25

რა წერია „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტში

media.ge
სტატიები მედია მედიის შესახებ

liberali.ge

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის  მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები წერილობით გააფრთხილოს და დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს.

კანონპროექტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია, შესაბამის პირებს 100-დან 300 ლარამდე ჯარიმა დააკისროს.

24-ე და 26-ე მუხლების შესაბამისი პუნქტები კი ითვალისწინებს:

მუხლი 24. - სასაქონლო (მომსახურების) ნიშნების გამოყენება არასახელმწიფოენოვანი სასაქონლო ნიშნების გამოყენება უნდა მოხდეს 
ქართულენოვანი დაწერილობით (ტრანსლიტერაციით - ერთი ენის ფონემების (ბგერების) გადმოცემა მეორე ენის დამწერლობის ნიშნებით). 

მუხლი 26. - საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა განლაგება 

1. საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა სახელმწიფო ენაზე სავალდებულოა; ამ წარწერათა არასახელმწიფო ენაზე წარმოდგენის ზოგადსავალდებულო წესებს შეიმუშავებს სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია

4. ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება სხვა ენაზე შესრულებული ტექსტის მარცხნივ ან ზემოთ; ამასთანავე, ეს წესი მოქმედებს უცხოენოვანი წარწერის ყოველი ახალი გამოყენებისას.

5. არასახელმწიფოენოვანი ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.

დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია დამრღვევი 300-დან 500 ლარამდე დააჯარიმოს.

რაც შეეხება 29-ე მუხლის დარღვევის შემთხვევებს, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამის ენას ეხება, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია, დამრღვევს 200-დან 500 ლარამდე ჯარიმა დააკისროს. 

მუხლი 29. - რეკლამის ენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში 

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამისათვის ენის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს განსაზღვრავს ეს კანონი, კანონი „რეკლამის შესახებ“ და სხვა საკანონდებლო აქტები. 

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამა ვრცელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. 
3. სახელმწიფოენოვანთან ერთად არასახელმწიფო ენაზე შესრულებული სარეკლამო განცხადების გამოყენებისას სახელმწიფოენოვანი ვერსია უნდა იყოს უფრო მკაფიოდ გამოხატული, წასაკითხი და მოსასმენი;

დაჯარიმების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია, დამრღვევი 500-დან 1000 ლარამდე დააჯარიმოს.

იმ შემთხვევაში თუ  საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა განლაგების (26-ე მუხლის I, IV და V პუნქტი) დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში მეორედ დაჯარიმების შემდეგაც არ აღმოიფხვრა, დეპარტამენტი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და წარწერის დემონტაჟი მოითხოვოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაჯარიმების შესახებ, მოტივებისა და საფუძვლის მითითებით, დამრღვევს დაჯარიმების გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test