შემოგვიერთდი

28.06.2014 18:21

"ტაბულას" თანამშრომლების სასამართლო პროცესი 29 ივნისს გაიმართება

ნატა ძველიშვილი
მედია მედიის შესახებ

ტელეკომპანია "ტაბულას" ცნობით, მისი თანამშრომლის სასამართლო პროცესი ხვალ, 29 ივნისს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მისი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

საიას ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ "ტაბულას" უთხრა, რომ , დაკავებულებს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. როგორც პოლიცია განმარტავს, დაკავებულები წინააღმდეგი იყვნენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის.

"პოლიციას აქვს უფლება გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში გადაიყვანოს პირები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუმცა, მას არ აქვს უფლება, რომ ეს ძალით გააკეთოს. ამას აქვს გარკვეული პროცედურები, ამ შემთხვევაში მათ უნდა განემარტოთ უფლებები. კერძოდ, უნდა განმარტოდათ, რომ ჰქონდათ ადვოკატის უფლება, მათ უნდა განმარტოდათ, რაში ედავებოდნენ კონკრეტულად, რა სურდათ მათგან, რომ მიეღოთ. დაკავებულმა პირებმა მითხრეს, რომ მათ მსგავსი უფლებები არ განმარტებიათ. როგორც ისინი ამბობენ, პოლიციამ მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს ადვოკატი.

"ტაბულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი 2 პირი 28 ივნიისს ღამით 01:00 საათზე საპატრულო პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test