შემოგვიერთდი

27.06.2014 13:53

დებატებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ტელეკომპანიებს შეხვდა - „რეზონანსი“

მედია მედიის შესახებ

გაზეთ რეზონანსის ცნობით 25 ივნისს ქართული ოცნების ოფისში ტელედებატებთან დაკავშირებით მაუწყებლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ქართული ოცნების „ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილის თქმით, მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დებატებში ტბლისში ბაზირებულ ექვსივე ტელევიზიაში ვერ მივა, რადგანაც ვერ გააკეთებენ არჩევან ერთი კონკრეტული ტელევიზიის სასარგებლოდ, ამიტომ მათ USAID-ს სთხოვეს დებატების ორგანიზატორები გამხდარიყვნენ და ტელევიზიებისთვის შეეთავაზებიათ ფორმატი.

ამგვარი ფორმატის დებატებში მონაწილეობას არ აპირებს „რუთავი 2“. მისმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. არჩევნები კი ის დროა, როდესაც მედია კარნახობს პოლიტიკოსებს დღის წესრიგს და არა პირიქით. მათ დაგეგმილი აქვთ დებატები ბოლო კვირას, რომელი კანდიდატიც მივა, ის იქნება წარმოდგენილი, რომელიც არ მივა, მის ადგილას ცარიელ სკამს დადგამენ.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, „იმედი“ შეთავაზებას ჯერ არ დათანხმებულა. მისმა გენერალურმა დირექტორმა რევაზ საყევარიშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული ფორმატის შერჩევნის შემდგ მიიღებს საბოლოო გდაწყვეტილებას. იგივე მოსაზრება აქვს TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს იმედა დარსალიას. ის ამბობს, რომ USAID თუ დათანხმდება შეთავაზებას და კონკრეტულ პროექტს წარმოადგენენ, მერე გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არჩევნების მეორე ტურში მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას დებატების გამართვა „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა სად იქნება ეს „ტერიტორია“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანი ეკა მიშველაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ასეთი ადგილი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია. გამოითქვა მოსაზრება, რომ დებატები არა რომელიმე ჟურნალისტმა, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ წაიყვანოს, რასაც ყველა არხი ეწინააღმდეგება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test