შემოგვიერთდი

02.06.2014 15:59

„ეს მიზანიმართული კამპანიაა, რომ მოსახლეობა დაძაბონ“, - ირაკლი ღარიბაშვილი ტელევიზიებზე

მედია მედიის შესახებ
ირაკლი ღარიბაშვილი - guria news (photo: )

„გურია ნიუსმა“ გაავრცელა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიდეო, სადაც ის ტელევიზიების მიერ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. მან უკმაყოფილება გამოთქვა ტელეკომპანიების მიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების გამო. მისი თქმით, ტელევიზიები მიზანმიმართულ კამპანიას ეწევიან, რათა მოსახლეობა დაძაბონ. გამოცემის ცნობით პრემიერმინისტრი გურიის მოსახლეობას შეხვდა და შესახებ განცხადებაც იქ გააკეთა. 

„ხვალიდან ამოქმედდება ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ძალიან მოკლედ რომ აგიხსნათ, მე არ ვიცი, რამდენად კარგად შუქდება ის ტელევიზიით. ტელევიზორში ყოველთვის არის ნეგატივი: ის მოკლეს, ის გააფუჭეს, ის გააკეთეს. თითქოს არაფერი არ ხდება ქვეყანაში კარგი. ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მოსახლეობა დაძაბონ და თქვან, რომ ქვეყანა უკან მიდის. არადა რეალობა სულ სხვაა“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test