შემოგვიერთდი

21.05.2014 11:33

სატელიტური კომპანია SES-ის 2014 წლის წარმატებული სტარტი

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
Launch SES (photo: )

სატელიტური კომპანია SES-მა 2014 წლის პირველი მეოთხედის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის მკვეთრი პროგრესია ასახული. SES ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან კიდევ ერთი, რიგით 56-ე თანამგზავრი განათავსა კოსმოსურ სივრცეში. კომპანიის ამ თანამგზავრის გაშვება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი თანამგზავრი მიაწვდის მთელს აღმოსავლეთ ევროპას (მათ შორის საქართველოს) ციფრულ სიგნალს. საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის ზაფხულიდან გადადის.

თბილისი/ლუქსემბურგი, 2014 წლის 20 მაისი - კომპანია SES-მა, რომელიც უზრუნველყოფს მაგთისატისთვის სატელიტური კავშირის მიწოდებას საქართველოში (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) წარმოადგინა ბოლო სამი თვის ფინანსური მოხსენება 2014 წლის 31 მარტის მონაცემებით. კომპანიის მკვეთრი ფინანსური ზრდა აღწერილია მოცემულ ანგარიშში:

- მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემოსავალი - 465,6 მლნ. ევრო. გასული წლის ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა 440,8 მლნ. ევროთი. ეს მაჩვენებელი კი გვიჩვენებს კომპანიის 8,0%-იან საერთო ზრდას.

- 2014 წლის პირველ მეოთხედში EBTDA გაიზარდა 645,0 მლნ. ევრომდე. წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 321,2 მლნ. ევროს აღწევდა. პროცენტული მაჩვენებელი 72,9%-დან 74,1%-მდე გაიზარდა.

სატელიტური კომპანია SES-ის წლევანდელი წლის პირველი მეოთხედის შემოსავალი წინა წელთან შედარებით, 24,8 მილიონი ევროთია გაზრდილი, ეს მონაცემი კი კომპანიისთვის მუდმივ 8,0%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ კომპანიის პროგრესის მიზეზი იანვარში გაფორმებული ხელშეკრულებაცაა, რომელიც ევროპასა და საერთაშორისო ბაზარზე ორგანული ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს სერვისისთვის საჭირო კავშირის განვითარებას გულისხმობს.

"კომპანია SES-მა დიდი პროგრესი განახორციელა 2014 წლის პირველ მეოთხედში. ეს პოგრესი კი კონკრეტულად გამოხატულია სხვადასხვა რეგიონებში ინვესტირების ზრდით, ახალი სერვისების და აპლიკაციების შექმნით, ამავდროულად სატელიტური ტექნოლოგიების მაღალი განვითარებით. მოცემული ციფრები გვიჩვენებს რომ კომპანია საოცარი სისწრაფით ვითარდება და საერთაშორისო სეგმენტზე დაყრდნობით იზრდება შემოსავლებიც სატელიტ SES 6-ის მეშვეობით. ჩვენი კომპანია კვლავ მტკიცედ ავითარებს ევროპის ბაზარს.

სულ ცოტა ხნის წინ ASTRA 2E-სა და SES 8-ს ოპერირებით ორიბტაზე გაეშვა ASTRA 5B  თანამგზავრი, რომელიც ტესტირების რეჟიმშია და მალე დაიწყებს სათანადო დატვირთვით მუშაობას.  კომპანიამ უკვე განაცხადა SES 10-ის შესახებ, რომელიც გააფართოებს სიგნალის მიწოდების არეალს ლათინურ ამერიკაზე. ეს ცალკეული წინგადადგმული ნაბიჯები კი ქმნის საერთო დიდ წარმატებას," - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კარიმ მიშელ საბაღი.

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 

(R) მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test