შემოგვიერთდი

01.05.2014 13:36

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ხატია ლომიძე
მედია მედიის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი

ფარული მოსმენების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ  „ტაბულა“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კამპანიის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ ქვეყნის იმიჯისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა.

„ორი თვის წინათ ჩვენ გავიგეთ, რომ იწყებდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად  პროგრესს ვაჩვენებთ, ეს ადამიანები რეკლამებში ათასობით ლარს ხარჯავენ, იმისთვის, რომ  ქვეყნის იმიჯი შეარყიონ. ამას მე ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ვუწოდებ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძემ კანონპროექტის დამუშავება უკვე დაასრულა და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

ფარული მოსმენების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია „ეს შენ გეხება“ 6 მარტს განახლდა. მასში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ: „ღია საზოგადოება - საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ფონდი ლიბერალური აკადემია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test