შემოგვიერთდი

28.04.2014 16:52

SES: მსოფლიოს გლობალური მაუწყებლები ფიფას 2014 წლის მსოფლიო თასის მაუწყებლობის ტრანსლირებისთვის ემზადებიან

media.ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა
 (photo: )

სატელიტურმა მაუწყებელმა SES-მა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც ფიფას 2014 წლის მსოფლიო გათამაშების ტრანსლირებას SES მიაწვდის ტელემაუწყებლებს. ხელშეკრულების თანახმად მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად SES-ის ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით მსოფლიო მაუწყებლებს დამატებით,  დაახლოებით, 30 000 საათი დაემატება.

წამყვანი მაუწყებლები დაცულ სიგნალს მიიღებენ 450 MHz სიხშირით, რომელიც გავრცელდება კომპანია SES-ის თანამგზავრის მეშვეობით ჩრდილო ამერიკაზე, ლათინურ ამერიკასა და ევროპაზე.

NSS-ის NSS-806, SES-6 და NSS-7 კოსმოსური ხომალდების განლაგება გათვლილია, რომ უზრუნველყოს სიგნალი დანარჩენ მსოფლიოსა და ფიფას მსოფლიო თასის გათამაშების თორმეტივე სტადიონს, მთელს ბრაზილიასა და, რა თქმა უნდა, მასპინძელ ქალაქ, რიო-დე-ჟანეიროს შორის. მაუწყებლები გამოიყენებენ SES-ის კოსმოსურ საშუალებებთან ერთად, სახმელეთო ინფრასტრუქტურასაც. აღნიშნული საშუალებების გამოყენებით მსოფლიოში გაიზრდება მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქების შესაძლებლობები სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, აზიის, ავსტრალიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მაგალითად, SES-ის სატელიტი AMC-9  გამოყენებული იქნება სიგნალის მისაღწევად მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაყურებლისთვის, მაშინ, როდესაც SES-1, SES-2, SES-4, SES-5, SES-6 და AMC-1-ის ტრანსპონდერების მეშვეობით ტრანსლირება განხორციელდება მსოფიო აუდიტორიის, დაახლოებით, 3 მილიარდი ადამიანისთვის.

"2014 წლის მსოფლიო თასის ტრანსლირებას ბოჭკოვანი და სატელიტური სიჩქარის უპრეცედენტო სიმძლავრე ესაჭიროება. თანამგზავრული კომპანია SES მზადაა, შეხვდეს იმ მაუწყებლებს, რომლებიც თასის გათამაშებას აშუქებენ და გააცნოს მათ ყველა ის დეტალი, რაც მათთვის საინტერესოა." - აცხადებს კომპანია SES-ის ვიცე პრეზიდენტი, სამანტა მაკკლოსკი.

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test