შემოგვიერთდი

28.04.2014 16:51

„რუსთავი 2“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

რუსთავი 2

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად სატელევიზიო ქსელის (მულტიპლექსის) აგების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ Media.Ge-ს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა. მისი განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კონკრეტულად რომელ ლოტზე გააკეთებენ განაცხადს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კი განაცხადების მიღების ვადა 28 მაისამდე გაახანგრძლივა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია 2 მაისს უნდა დასრულებულიყო.

კონკურსი ხუთი ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა. თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 1000 ლარია. ორი MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს.

კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია 10 ლოტი.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება,  2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-ის გარდა კონკურსში მონაწილეობას აპირებს კომპანია „სტერეო+“. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test