შემოგვიერთდი

28.04.2014 16:32

თანამგზავრის ისტორია ანუ როდის დაიწყო სატელიტის ერა

media.ge
ციფრული მაუწყებლობა

სატელიტის ისტორია 1957 წელს იწყება, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი თანამგზავრი, სახელწოდებით "სპუტნიკი" კოსმოსში გაუშვა. თუმცა ამერიკელებმა სწრაფადვე უპასუხეს ამ გამოწვევას და შექმნეს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი სახელწოდებით "პროექტი სქორი", რომელიც მკვეთრად ჩამორჩებოდა დღევანდელ სტანდარტებს. მას შემდეგ სატელიტური ტექნოლოგიები მკვეთრად განვითარდა და ხმის ჩამწერი მოწყობილობები რეფლექტორებმა ჩაანაცვლა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში სიგნალის მიღება და გაგზავნა. ამჟამად, თანამგზავრების გამოყენება შეუძლია ყოველ ჩვენგანს ტელევიზორისა თუ ინტერნეტმაუწყებლობის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ ვიდეოს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test