შემოგვიერთდი

22.04.2014 12:00

GPB-ს შესაძლოა ორი სამეურვეო საბჭო ჰყავდეს - „რეზონანსი“

მედია მედიის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი GPB

საზოგადოებრივი მაუწყებელს (GPB) შესაძლოა ორი სამეურვეო საბჭო ჰყავდეს, ამის შესახებ ინფორმაცის გაზეთი „რეზონანსი“ 22 აპრილის ნომერში ავრცელებს. გამოცემა უმრავლესობის წევრ ანი მიროტაძეს ეყრდნობა, რომელიც აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონის მხოლოდ ის პუნქტი, სადაც აღნიშნული იყო რომ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდებოდათ პარლამენტის მიერ ბორდის ახალი წევრების არჩევისთანავე.

„ამავე მუხლში არის მე-7 პუნქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არ არის გაუქმებული. მასში აღნიშნულია, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყებამდე მოქმედი საბჭო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გარდა რეკომენდაციის გაცემისა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოვახერხებთ და 9 წევრს ავირჩევთ, ახალი ბორდიც შეუდგება საქმიანობას. ძველ 7 კაციან ბორდს დარჩება სარეკომენდაციო ფუნქცია“, - უთხრა „რეზონანსს“ ანი მიროტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, სამეურვეო საბჭოს რამდენ ახალ წევრს აირჩევს პარლამენტი, ბორდი უფლებამოსილების განხორციელებას მყისიერად ვერ დაიწყებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ის პუნქტი გააუქმა, რომლითაც ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო უნდა შედგომოდა თავის საქმიანობას. ამიტომ უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ჩარევა და „ეს ურთიერთობა დაარეგულიროს, რათა რეფორმა, ის ხაზი, ის გენერალური გეზი გაგრძელდეს, რაც ჩაფიქრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაურღვევლად და მის წინააღმდეგობაში მოუსვლელად“. 

უმცირესობის წევრი სერგო რატიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას სთავაზობს "რიგითობის პრინციპით წასვლას", რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი წევრები მხოლოდ ძველის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დაემატოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test