16.04.2014 16:06
ამერიკის ელჩი TV 3-ის ჟურნალისტების დაკავების შესახებ - "ინტერპრესნიუსი"
interpressnews
მედია მედიის შესახებამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ტელეკომპანია TV 3-ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად ჩაერთვება და დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ნორლანდის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ეს თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც იქნება განხილული. შეხვედრა დღეს, 16 აპრილს პრაღაში უნდა გაიმართოს.
რიჩარდ ნორლანდმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხინვალთან აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ისინი ჟურნალისტების გათავისუფლებას ცდილობენ.
TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გორის რაიონში სოფელ აძვთან 15 აპრილს დაკავეს. გადამღები ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში საზღვრის პრობლემებზე ამზადებდა მასალას.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის