შემოგვიერთდი

04.04.2014 16:12

„ჟურნალისტებმა არ უნდა დაუსვს სასულიერო პირს ისეთი კითხვები, რომლის დასმაც არ შეიძლება“

მედია მედიის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიის წარმომადგენლებს რელიგიის თემებზე მომუშავე ცალკე ჟურნალისტების გამოყოფისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჟურნალისტებმა არ უნდა დასვან ისეთი კითხვები, რომლის დასმაც არ შეიძლება. ამის შესახებ „ტაბულამ“ მასალა 3 აპრილს გაავრცელა. გამოცემა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე - „მედია და რელიგია“ წერდა, რომელსაც დაინტერესებული პირები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სასურველი იქნებოდა, ერთმა, ან ორმა ჟურნალისტმა იმუშაოს უშუალოდ რელიგიურ თემებზე, საკუთარ თავზე იმუშაოს, ამაღლდეს ისე, რომ სასულიერო პირთან კონფლიქტში არ შევიდეს. ისეთი კითხვები არ დაუსვას სასულიერო პირს, რომელიც არ უნდა დაუსვას და არ შეიძლება ამ კითხვების დასმა“, - განაცხადა ბოტკოველმა.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მართლმადიდებელმა მღვდელმა, ლევან მათეშვილმა ქართული მედიის „დანაშაულზე“ ისაუბრა. მისი თქმით, მედია ქვეყანაში ფობიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რის გამოც ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

მართლმადიებლური ეკლესიის წარმოამდგენლების აზრს არ დაეთანხმა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. მისი თქმით, მედიაპრობლემატიკის შესახებ გამართულ შეხვედრას კონკრეტიკა აკლდა და ჟურნალისტებზე „გადატყდა ჯოხი“. თუმცა ეპისკოპოსმა მედიის პრობლემებზეც ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები არ ინტერესდებიან რელიგიურ ჯგუფებში არსებული პოზიტიური სიახლეებით და მხოლოდ უარყოფითს აშუქებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test