შემოგვიერთდი

21.03.2014 17:14

თანამგზავრი ASTRA 5B–ის გაშვება პარასკევისთვის არის დაგეგმილი

ციფრული მაუწყებლობა

დღეს სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა განაცხადა, რომ კომპანია Arianespace –მა ახალი თანამგზავრის ASTRA 5B –ის გაშვება 21 მარტისთვის დაგეგმა. სატელიტი გაშვებული იქნება კოსმოსში ევროპული კოსმოსური ცენტრიდან (ფრანგული გვიანა) რაკეტამზიდ Ariane 5-ის ბორტზე.

ASTRA 5B აშენებულ იქნა საფრანგეთში, ტულუზაში EADS Astrium-ის მიერ მაღალი საიმედოობის  Eurostar E3000-ის პლატფორმის ბაზაზე. თანამგზავრი განთავსდება ორბიტუალურ პოზიციაზე აღმოსავლეთ გრძედის 31.5 გრადუსზე; იგი აღჭურვილია Ku-დიაპაზონისა და Ka- დიაპაზონის ტრანსპონდერებით, რათა მიაწოდოს მაღალი ხარისხის DTH სიგნალი აღმოსავლეთ ევროპასა და მიმდებარე ტერიტორიებს.  

მარტინ ჰოლიველმა, SES – ის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა: „ASTRA 5B–ს გაშვება SES–ის თანამგზავრების რიგით 39–ე  გაშვება იქნება Arianespace–ის ბორტზე.  ჩვენი მრავალი წლის  თანამშრომლობა  წარმატებული გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ნდობას  Arianespace–ისა და რაკეტამზიდ Ariane–ის მიმართ“

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 55 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test