შემოგვიერთდი

20.03.2014 16:18

SES-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 291 მილიონ ოჯახს მიაღწია მსოფლიო მასშტაბით, ევროპაში კი მათი რიცხვი 151 მილიონს შეადგენს

ციფრული მაუწყებლობა

წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა  SES–მა განაცხადა , რომ  რომ მან ზრდა 2013 წელსაც განაგრძო, დღესდღეობით იმ ოჯახების რაოდენობამ, რომლებიც SES-ის მომსახურებით სარგებლობენ 291 მილიონს მიაღწია მასოფლიოს მასშტაბით, ევროპაში კი მათი რიცხვი  151 მილიონს შეადგენს. ეს წარმოადგენს 5 პროცენტიან ზრდას წინა წელთან შედარებით როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის მასშტაბით; რაც მეტწილად განაპირობა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და განსაკუთრებით ინდოეთსა (+18 პროცენტი ) და აზიაში (+7 პროცენტი) მიმდინარე განვითარების პროცესებმა. ლათინურ ამერიკაში ოჯახებზე წვდომა გაიზარდა 5 პროცენტით, ჩრდილოეთ ამერიკაში - 3 პროცენტით. ეს გახლავთ SES-ის წლიური ყოველწლიური კვლევის (Satellite Monitor 2013) შედეგები, რაც ევროპაში დეტალური სატელიტური მონიტორის კვლევებსაც მოიცავს.
SES ფლოტის პირდაპირი წვდომა თანამგზავრული ანტენით (სატელიტი) აღჭურვილ  სახლებზე გაიზარდა 99 მილიონიდან (2012 წელი) 106 მილიონ სატელიტურ საოჯახო ტელევიზიამდე (2013 წელი). არაპირდაპირი წვდომა SES-ის თანამგზავრებიდან საკაბელო ქსელებზე გადაცემის გზით მცირედ გაიზარდა 152-დან 153 მილიონ სახლამდე; SES-ის თანამგზავრებიდან გადაცემის მიმღები IPTV-ის (ინტერნეტ - ტელევიზია) მქონე სახლების რაოდენობა 27 პროცენტით გაიზარდა - 31 მლნ-მდე. პირდაპირი წვდომის ყველაზე მძლავრ, შედარებით, ზრდას ადგილი ჰქონდა  წყნარი ოკეანის რეგიონში (+21 პროცენტი) და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში (+18 პროცენტი). ეს მაჩვენებლები ადასტურებს, სატელიტური ტექნიკის წვდომის უწყვეტ ზრდას და მის წამყვან როლს როგორც სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ზოგადად, ასევე, კერძოდ, როგორც ციფრული და მაღალი სიმკვეთრის (High Definition - HD) მაუწყებლობის ინფრასტრუქტურის.
SES-ის სატელიტური მონიტორინგის შედეგებმა, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი SES-ის მნიშვნელოვან როლს ევროპაში. SES-ის თანამგზავრები ემსახურება საკაბელო ტელევიზიისა და IPTV-ს მქონე თითქმის ყველა სახლს ევროპაში (95 პროცენტი) და  სატელიტური HD ტელევიზიის მქონე ევროპული  სახლების (81 პროცენტი) დიდ უმრავლესობას. ევროპაში SES-ის უდიდეს ერთიან DTH (Direct to home - „პირდაპირ სახლზე“) ბაზრად რჩება გერმანია ASTRA-ს მქონე 18 მილიონი სახლით, რომლებსაც სატელევიზიო სიგნალი პირდაპირ SES-ის ფლოტიდან მიეწოდება. SES-ი გადასცემს 6,200 -ზე მეტ სატელევიზიო არხს, რომელთაგან 1800 HD ტიპისაა.
„SES-ის წლევანდელი სატელიტური მონიტორისა და საბაზრო კვლევის შედეგებმა ისევ დაადასტურა SES-ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც იგი მაღალი ხარისხის გამოსახულების ვიდეო და სატელევიზიო მაუწყებლობის ინფრასტრუქტურის სახით თამაშობს“, - განაცხადა ფერდინანდ კაიზერმა, SES-ის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა (CCO). „ჩვენი მძლავრი ზრდა პირდაპირი შედეგია ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა ახალ თანამგზავრებში, განსაკუთრებით, უაღრესად მნიშვნელოვან და დინამიურად განვითარებად ბაზრებზე. შემდგომში ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი ძლიერი ინფრასტრუქტურის უპირატესობებით, მომსახურება შევთავაზოთ განვითარებულ ბაზრებს და განვახორციელოთ შემდგომი ზრდა, მაღალ დონეზე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორც ვიდეო მაუწყებლობის, DTH-ს, ციფრული გადაცემისა და HD-ს ლიდერი,  SES-ი თამაშობს გადამწყვეტ როლს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გლობალურად მიწოდებაში და მას კარგი პოზიციები გააჩნია დიგიტალიზაციის  შემდგომი განვითარებისათვის და მაღალი ხარისხის გამოსახულების ვიდეო უბნების გავრცელებისათვის, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე.“

 

SES-ის ჯამური წვდომა

SES-ის პირდაპირი წვდომა (DTH)

ევროპა

151 მლნ

65 მლნ

ჩრდილოეთ ამერიკა

75 მლნ

6 მლნ

ლათინური ამერიკა

23 მლნ

50 ათასი

აფრიკა, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი

31 მლნ

31 მლნ

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი

12 მლნ

5 მლნ

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 55 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test