შემოგვიერთდი

20.11.2013 12:27

საქართველოს ტელევიზია 2020 წელს - ქეთი ვიბლიანი

ჟურნალისტის ჩანაწერები

"5 წლის შემდეგ მხოლოდ გაგვეცინება იმაზე , რასაც დღეს ტელევიზია ჰქვია. უახლოეს წლებში ტელევიზია არსებითად გარდაიქმნება,  რის შედეგადაც ტელევიზიისა და პერსონალური კომპიუტერის  საბოლოო შერწყმა მოხდება", - 7 წლის  წინათ, დავოსის ეკონომიკური ფორუმზე  ბილ გეითსის  გამოთქმულ ამ ვარაუდს რა  ხანია გავცდით. ინფორმაციის პასიური მოხმარებლები ახლა YouTube-ში, ბლოგებში, Facebook-სა თუ Twitter-ში მასობრივ ინფორმაციის შუაგულ მორევში ვბრუნავთ და ვუახლოდებით  გუგლის  გლასისს, სატელევიზიო შოუს, ფილმებს და რეკლამას,  რომელიც  საკუთარ  თავში   სულ უფრო ღრმად ჩაძირვას მოგვთხოვს.  2020-ში, 7 წლის შემდეგ,  2-განზომილებიანი ეკრანები და  მონიტორები, როგორც ტექნიკის  დინოზავრები, შავ -თეთრი  ტელევიზორებივით ჩამოგვრჩება და ჩვენს რეალობაში ვირტუალური თეატრის ფერადოვან 3-განზომილებიან სცენებად გადმოაბიჯებს ჰოლოგრაფიული დისფლეის ვიდეო...  

ჰოლოგრაფია  ხელოვნების, მეცნიერებისა  და ტექნოლოგიის  ნაზავია.  წლების შემდეგ როცა  სახლიდან   გავალთ,  შეგვეძლება წერილი პირდაპირ  ჰაერში დავტოვოთ და   ახლობლები კარს რომ შეაღებენ, დაინახავენ.     გვექნება სტერეო კინოს მაგვარი  ტელეფილმები  და   გასართობები, რასაც    სპეციალური სათვალების გარეშე   დავინახავთ და  360 გრადუსის რაკურსით გარშემოც შემოვუვლით.

ტექნოლოგიები ცვლიან  ჩვენს ცხოვრებას, სიყვარულს,  თამაშს, ფიქრებს,  განცდებსა თუ სამუშაოს.  „ეს იყო ციცქნა  ფინჯანი ყავა, მაგრამ   ყველაზე  უფრო  გასაოცარი, რაც კი ოდესმე    მეხილა“ -ასე იხსენებდა   პროფესორი სტივენ  ბენტონი  ლაზერულ სხივების    ათინათით მიღებულ  ჰოლოგრამის აღმოჩენის წუთს.  11 წლისას, როცა  3D    სათვალეებით   საშინელებათა ფილმი- „ცვილის ფიგურების სახლი“  (House of Wax) უნახავს,  მაშინ  ჩაუფიქრებია  სანახაობით შეძრწუნებულ და აღელვებულ ბავშვს,       რომ გაეშიფრა   რა   ხდებოდა.  ბავშვობის შთაბეჭდილებებმა  გამოაგონებინა  MITMedia Lab- ის    სტუდენტ   ჯინა ლისაც  (Jinha Lee)  გამჭვირვალე დისფლეი, რომლის პრეზენტაციაც     რამდენი დღის წინ გავრცელდა:    „აივენ სეზერლენდის   კომპიუტერს  „მათემატიკური საოცრებების სარკეს“ უწოდებდნენ     და   ყოველთვის ვოცნებობდი   ხელით შევხებოდი  იმ სასწაულებს, აბსტრაქტულ  არსებებთან  მეურთიერთაო“  და ხელების სენსორული   თვისებების გამოყენებით  "SpaceTop" ანუ,   ვირტუალური  სამუშაო  მაგიდა შექმნა.

შეაღწია   სიღრმეში, სადაც  მომხმარებლის ერთ ხელს   შეუძლია  მაგალითად  გადაფურცლოს  ირეალური   დოკუმეტები და მეორით,   როგორც  რეალობაში, სტრიქონზე  მიგვითითოს. ცოტა ადრე ლიმ   გამოიგონა  გეომეტრიულ ფიგურათა სახატავი კალმისტარი, რომელიც   ეკრანში   „შედის“   და  «მოლივლივე ჯოისტიკი- ZeroN ,   რომელიც  თავისუფლად გადაადგილდება ციფრულ  სივრცეში,  სადაც ადამიანი და კომპიუტერი ერთდროულად  მოძრაობს.

ახლა   დიზაინერი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულია და  MIT-ის  ლაბორატორიის  გუნდშია მივლინებული, სადაც  Samsung -ის  ტელევიზორების   ინტერფეისის  გამოსაგონებლად მუშაობს.

 „წარმატების მიღწევა  ყველას   სწადია, მაგრამ მე მინდა  ჩემზე     როგორც უმსხვილეს  ნოვატორზე იფიქრონ,   მაღალზნეობრივ პიროვნებაზე, რომელიც   ნდობის ღირსია და   ამ სამყაროში     უდიდესი გარდაქმნები  შემოიტანა“  - აცხადებს  Google  -ის თანადამფუძნებელი  სერგეი  ბრინი.  უკვე 20 მილიარდზე მეტის   მფლობელია და ჟურნალ Fortune-ის გამოკითხვებით ლარი პეიჯთან ერთად  მსოფლიოს   40 წლამდე ასაკის   ბიზნესმენებში ლიდერობს  და  უკვე ყველაზე  ძვირად  ღირებულ ინტერნეტ-კომპანიას ფლობს, რადგან  გიგანტის  საბაზრო ფასმა  300  მილიარდს მიაღწია ივნისის ბოლოს.

ფოტოზე ბრინი   გლასისითაა (Google Glass)  აღბეჭდილი,  რის    მომხმარებლებიც მალე მასობრივად გავხდებით. ამ სათვალეებით,   ამბობენ  რომ  უკვე მიმდინარე 2013-ში     შევაღებთ ახალ  კიბერ-ერას. აქსესუარი-კომპიუტერი    ხმის განკარგულებს ასრულებს   და   როცა,  ვიდეო-თვალით  აღჭურვილ  პაპარაცებივით  ვიქროლებთ  უკიდეგანო    სამყაროში,   იქნებ, უფრო მარტო და დაუცველად  აგრძნობინოს ტექნიკამ  თავი ადამიანს.  მაგრამ ადაპტირების გარდა, სხვა გზა არც ამჯერად   დაგვრჩება რომ „ხეს  არ შევეჯახოთ“...

Google –ის ხელოვნური ინტელექტის  კვანტურ ლაბორატორიასა   და NASA -ს  კოსმოსური სამეცნიერო–კვლევით ცენტრში  ამჟამად ერთობლივად იხვეწება    კომპიუტერები  ხელოვნული ინტელექტის შესაქმნელად,  რომელი მოწყობილებაც კვანტური ფიზიკის  არაჩვეულებრივ მონაცემების გამოიყენებით ათასჯერ უფრო სწაფად განახორციელებს  გამოთვლებს,  ვიდრე დღემდე არსებულ ნებისმიერ სუპერ  -კომპიუტერებს ძალუძთ.

კოლიფორნიის კოპანიებმა Emotive და NeuroSky  ერთობლივი პროდუქტის Bluetooth  გამოუშვება დაიწყეს , რასაც შეუძლია  ტვინი გააკონტროლოს  და გონება სხვადასხვა  თამაშებში ჯოისტიკივით გამოიყენოს.   ორიოდე  თვის წინათ  ინჟინრებმა Google-ისთვის  პროგრამული კოდს  მიაგნეს , რომელიც აქამდე  უცნობი  ხერხებს აამოქმედებს.     ადამიანებს შეეძლებათ სატარებელ კომპიურებთან უსიტყვოდაც იურთიერთონ. ფიქრით   გააგზავნონ  მაგალითად მაილი   სმარტფონიდან,  ისე რომ აპარატის  ჯიბიდან   ამოღებაც   აღარ დასჭირდებათ. 

 შარშან პროექტი  BrainGate-ის ფარგლებში ექიმმა დონოჰიუმ პირველად ჩართო     სრული პარალიჩით გამოთიშული 2 ადამიანი რობოტ -მანიპულატორზე, რომელიც  პასუხს აგებს მათი  ტვინის მოღვაწეობაობაზე,  ქალმა,  რომელსაც ხელები 15 წელი არ გამოყენებინა, შეძლო მომსახურებოდა თავს.  წარმოსახვით  ამუშავებული რობოტის ხელებით    ფინჯარი ყავა აღება  და  მაგიდაზე  დაბრუნება   მოახერხა.    

კიდევ ერთმა კომპანიამ Emotiv-მაც დაიწყო მოწყობილობის გამოშვება,  რომელსაც ადამიანის აზროვნებასთან გრძნობებთან  და განცდებთან დაკავშირებული ტვინის ტალღების წაკითხვა შეუძლია.  მსოფლიოს  №1 უნივესიტეტის -   მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერისტეტის (MIT ) რევიუმ  ახლახანს გვამცნო  კიდევ ერთ საოცარ  მოწყობილობაზეც, რომელსაც  ტეტრისის   მაგვარ თამაშებისთვის გამოიყებენ. შეეძლება გადაიღოს  ფოტო ტვინიდან მიწოდებული  სიგნალით,   იფიქროს ადამიანივით, განიცადოს ემოციები,  ბედნიერება და  კიდევაც აღეგზნოს...

3D ტექნოლოგიებმა  სამედიცინო  ვიზუალიზაციაშიც რევოლუცია მოახდინა.       ჩვენი   თაობის   მედიკოსი  სტუდენტები ადამიანის აგებულებას  მრავალშრიანი კომპიუტერული  ტომოგრაფიული  ატლასებით  სწავლობენ.                    

  გამოსახულების გადამუშავების   თანამედროვე მეთოდებისა  და  განათების ეფექტების კომბინაციით      ჰიპერ-რეალისტურ გასახულების  ჩვენებაა  შესაძლებელი. სხვადასხვა პათოლოგიათა აღმოჩენად  ტომოგრაფიული კორონაროგრაფიით, ანგიოგრაფიით, დენსიტომეტრიით თუ სხვა ბოლო თაობის  ტექნოლოგიებით ჩაწერილი ციფრული   ინფორმაცია საქართველოს  კლინიკებშიც   ეფექტურად გამოიყენება.  ქირუგიული ოპერაციებისა  თუ  სხვა სამკურნალო მანიპულიციების   დასაგეგმად, ამასთან   შედეგის ვარიანტების გამოსათვლელადაც  თანამედროვე ტექნოლოგიები  ამოუწურავ არსენალს  გვთავაზობს.

7 წლის წინათ,  პერსონალური კომპიუტერისა და ტელევიზიის  შერწყმის წარმოდგენა  გვიჭირდა.     უახლოეს  წლებში კი  თავად ტვინისა  და კვანტური კომპიუტერების სინთეზს უნდა ველოდოთ, რაც  ვირტუალური და რეალური სამყაროების   ზღვარს   საერთოდ  გააქრობს.  მანქანებს  1000-ჯერ უფრო სწრაფი  გამოთვლა შეეძლება , ვიდრე დღევანდელ  სუპერ-კომპიუტერებს ძალუძს.    ჰოლოგრაფია  უცნაურობების მიუხედავად,  ყველაზე რეალური კონტურების  მიმღები  ტექნოლოგიაა.  ნახევარმა საუკუნემ  განვლო აღჩენიდან, მაგრამ  მის  კომერციულ  წარმატებას  ახალ-ახალი  ტექნოლოგიური  აღმოჩენების „თაიგულით“    მომდევნო  წლებში უნდა ველოდოთ.  

კომპანია Toshiba    ავტოსტერეოსკოპული (ანუ,  3-D   სტერეო გამოსხულების უსათვალოდ    აღმქმელი)  ტელევიზორების იმპორტრირებას   იწყებს.  ბაზარზე ფართო  მოთხოვნა ჯერ არაა,   მაგრამ მომატებას ვარაუდობენ.  თუმცა,  ყველა  ამ  ფანტასტიკურ მიღწევათა  ფონზე,  ყველაზე მძლავრ, პლასტიურ  და  იდუმალებით აღსავსე  „კომპიუტერად“ ისევ  მაინც  ადამიანის ტვინი უნდა მივიჩნიოთ.    წლების წინათ,  წინა თაობის    ქირურგების  ტვინში „პატარა ელექტრიკოსები“-ანუ, ნეირონები    ფაცხაფუცხით მუშაობდნენ რომ  ბიოდენების ტყორცნით  პირველი   „სადენები“  ლაპაროსკოპიული ტექნიკის ასათვისებელი მიმართულებით  ჩაედოთ .  (ლაპაროსკოპიული ტექნიკის კამერით    აღნუსხულ   ობიექტს   ქირურგი ეკრანზე უცქერს და   თვალის და ხელის  მოძრაობის კოორდინაციას იმ  აბსტრაქციულ გამოსახულებით ცდილობს).       მომავლის ოპერაციებზე  კი  ჩვენს „ცენტრალურ  დისპეჩერს“  ნეირო-კაბელების მეშვეობით ჰოლოგრაფიული   სურათით დახარისხებულ-დაზუსტებულ ინფორმაციები გაეგზავნება, რათა     ექიმების  ხელები   სოპერაციო  ველზე  ტვინიდან მიღებული  სრულიად ახალი ტიპის დავალებათა  შესასრულებლად აამოქმედოს.   ასე რომ,  ციფრულსა და   რეალურს შორის მიჯნას,  ტექნოლოგიები, ალბათ, მედიცინაშიც  გააქრობს.

 20-ოდე წლის წინათ,   მობილური ტელეფონების, ნოუთბუქებსა თუ   სტარტფონების გარეშე  რომ ვცხოვრობდით უკვე  ძნელი წარმოსადგენია.     გავა დრო და „გუგლის“ ჯადოსნური გლასისიცა და ჰოლოგრაფიული მონიტორებიც ჩვეულებრივ   საყოფაცხოვრებო  ტექნიკად მოგვეჩვენება.  არც თვითფრინავები  არსებობდნენ,   არც კოსმოსური ხომალდები,  არც წიგნები თუ  რადიო.  უთოც კი არ იყო ოდესღაც,  მაგრამ  ადამიანის დაუშრეტელმა ფანტაზიამ  რეალობას გასამდიდრებლად გამოიგონა და დაუმატა ამ სამყაროს .

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითაო“  -ანუ,  თვით    ჩვენი ფერადოვანი  სამყაროც  ღმერთის  „გამოგონილია“ და   „გამოძერწილი“ ადამიანი მას შემდეგ საოცრებებს უკვე   საკუთარ  „წარმოდგენებითა და  ხილვებით“,  თავის  „ სიზმრების ძაფით“ ქსოვს.  ცდილობს  ბოძებული  ამოუწურავი    შესაძლებლობებითა და ფანტაზიით   ამოხსნას  „მარადიული საიდუმლო“,     რადგანაც ასეთად    ჩაგვიფიქრა გამჩენმა    და ამ გასაოცარმა   „მოაზროვნე ლერწამმა“  ( ყოფილმა თიხამ )  მასში    ჩადებული   დიადი  „პროგრამა“ თავის გამოგონებულ   რობოტებივით   მარადიულად   უნდა აღასრულოს ...   

 

ავტორი: ქეთი ვიბლიანი, თბილისის  სამედიცინო  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

მასალა ქვეყნდება ესეს კონკურსის "საქართველოს ტელევიზია 2020 წელს" ფარგლებში, სადაც ავტორი პირველი ადგილის პრიზიორი გახდ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test