შემოგვიერთდი

19.11.2013 14:57

ესეს კონკურსში " საქართველოს ტელევიზია 2020 წელს" გამარჯვებულები დასახელდნენ

ციფრული მაუწყებლობა

სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა ესეს კონკურსის „საქართველოს ტელევიზია 2020 წელს“ შედეგები გამოაქვეყნა.

ესეს კონკურსის მიზანი იყო სტუდენტების წაახალისება  და, ამავე დროს, ცნობიერების ამაღლება  ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წელს განხორციელდება. კონკურსმა საშუალება მისცა სტუდენტებს, შეიმუშავონ  საქართველოს ტელევიზიის განვითარების  საკუთარი სცენარი გრძელვადიან პერსპექტივაში.

კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისის  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პირველი ადგილი დაიკავა ქეთი ვიბლიანმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას 750 GB-იანი გარე მყარი დისკი გადაეცემა. მეორე ადგილზე გავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. ის საჩუქრად 500 GB-იან გარე მყარ დისკს მიიღებს. მესამე ადგილი კი დაიკავა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა, მიხეილ ტატანაშვილმა. მესამე ადგილისთვის განსაზღვრულია 320 GB-იანი გარე მყარი დისკი.

საუკეთესო 4  სტატია გამოქვეყნდება media.ge-ს ვებ-გვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა რუხაძეს (a.rukhadze@nobletmedia.com).

 

SES-ი მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია, რომლის ფლოტშიც 52 გეოსტაციონარული თანამგზავრია. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს ტელემაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობილურ და სტაცინალურ ტელეოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი წლის წინ SES-მა და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ საქართველოში პირველი DTH (direct-to-home) ტელევიზიის თანამგზავრული პლატფორმა - მაგთისატი - აამოქმედეს, რომელიც SES-ის კუთვნილი ASTRA თანამგზავრების მეშვეობით მაუწყებლობს.


მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test