შემოგვიერთდი

02.09.2013 15:49

„ვნანობ, რომ ვაწყენინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის“, - ლუბა ელიაშვილი

მედია მედიის შესახებ

ლუბა ელიაშვილი

„მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი, ლუბა ელიაშვილი ნანობს, რომ ტელეკომპანიის მუშაობის 1 სექტემბრამდე შეჩერების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აწყენინეს, - ამის შესახებ ელიაშვილმა „პრაიმ-ტაიმს“ განუცხადა.

გაზეთთან საუბრისას ელიაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით  მისი გადაწყვეტილება არგუმენტირებული იყო.

„ნამდვილად არ ყოფილა არავითარი პროტესტი, უბრალოდ, დამოკიდებულება იყო ძალიან სტრესული პოლიტიკოსების მხრიდან - როგორც კი დაგვინახავდნენ, გვეკითხებოდნენ: უი, თქვენ კიდევ არ დახურულხართ? საკამოდ სტრესულია ასეთ დროს მუშაობა“, - უთხრა ელიშვილმა „პრაიმ-ტაიმს“.

მისი თქმით, ტელევიზიაში ფინანსური შემოწმება ჩატარდა და შემოწმებისას დარღვევა არ აღმოუჩენიათ. არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „მეცხრე არხის“ გაყიდვით დაინტერესებულ ადამაინებთან საქმიანი ურთიერთობები აქვს .

„ამ ეტაპზე ხელფასების ჩარიცხვის პერიოდია, პრემიერი ასრულებს თავის დაპირებას, ყველა მიიღებს ორი თვის ხელფასს. ეს არის, რაც ამ წუთას ხდება“, - აღნიშნა ელიაშვილმა.

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ მუშაობა გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის გადაწყვეტილებით, 19 აგვისტოს, საღამოს 9-საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვებით, დასრულა. მანამდე პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ და „ინფო 9“– ის დახურვის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია ქვეყნის პირველ პირების საკუთარებაში ტელევიზიის ქონა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც აამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა", – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test