16.07.2013 11:18
არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურებას სთხოვენ
გაზეთი 'რეზონანსი'
მედია მედიის შესახებარასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების არქივის განადგურებას და იმ აპარატურის განადგურებას ითხოვენ, რითიც სააკაშვილის მთავრობაში უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ. ამ ინფორმაციას გაზეთი რეზონანსი 16 ივლისს აქვეყნებს.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-ში შექმნილი კომისიის წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ „წინა ხელისუგფლების დროს არსებული ფარული მოსმენის სისტემა ჯერ არ მოშლილა“. მისი ინფორმაციით, მოქალაქეების სატელეფონო საუბრები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები თავს იყრის სატელეფონო საუბრები თავს იყრის სატელეფონო კომპანიებში განთავსებულ ყუთებში, საიდანაც ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებს მიეწოდება. ტუღუშის განცხადებით შესაძლოა აღნიშნული ინფორმაციით ახლა ბოროტად არავინ სარგებლობს, თუმცა სისტემის დემონტაჟი აუციელბელია.
ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ვითარება საკანონდმებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. დღეს მოქმედი კანონით, არ არის დადგენილი ნორმა, რომელიც სატელეფონო კომპანიებს მოქალაქის პირადი მიმოწერის წაშლას ავალდებულებს.
„რეზონანსის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფარული ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგია. „საარჩევნო პოლიტიტტექნოლოგიეის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ჩანაწერების განადგურება ამ მომენტისთვის დაუშვებელია, რადგან ის წარმოადგენს მტკიცებულებას შსს-ს თანამდებობის პირთა წინააღმდეგ.
15 ივლისს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აღმოაჩინეს პირადი ცხოვრების ამასახველი მასალები, რომელიც გადაცა საგამოძიებო უწყებას და საქმეს პროკურატურა უძღვება.
„რეზონანსის“ წერს, რომ შსს-ში გაკეთდა განცხადება, რომ ჩანაწერის განადგურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თომას ჰამერბერგის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ.