04.07.2013 12:33
„რეზონანსის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე მუქარის წერილი მიიღო
გაზეთი 'რეზონანსი'
მედია მედიის შესახებგაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე Hammad Zaman-ის სახელით მუქარის წერილი გაუგზავნეს. ამის შესახებ გაზეთმა „რეზონანსმა“ 2013 წლის 4 ივლისის ნომერში დაწერა.
როგორც ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე „რეზონანსში“ დაბეჭდილ მასალაში წერს, Hammad Zaman-ის სახელით აღნიშნული ვიდეოს ლინკი ასეთი ტექსტით გაუგზავნეს - „ჩვენ ყველა ქართველ ჯვაროსანს გავანადგურებთ, ჯიჰადი მოდის საქართველოსთვის“ მიქატაძის თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობა საგამოძიებო ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით ის დაკითხეს კიდეც.
Hammad Zaman-ის სახელით Youtube-ზე 5 ივნისს აიტვრთა ვიდეო რგოლები, სადაც თითქოს „თალიბანი“ ქართველ ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებოდა. ამ ვიდეოების წარმომავლობის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.
Hammad Zaman-ის მიერ მისთვის ვიდეოს გაგზავნას ჟურნალისტი სამხედრო თემატიკაზე მუშაობასა და სამხედრო პირებთან ახლო ურთიერთობას ასახელებს. „არ გამოვრიცხავ, რომ მუქარის ადრესატად ჩემი შერჩევის მიზანი იყო, რომ მედია საშუალებებით გარკვეული პანიკა ამეტეხა“, - ვარაუდობს ჟურნალისტი.
ამავე თემაზე
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის