შემოგვიერთდი

27.06.2013 12:39

„პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს ჟურნალისტებსაც უღებდნენ“- კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი

თამარ ფარადაშვილი
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „ალიასათნ“ ინტერვიუში კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კანკებაშვილი საუბრობს თუ როგორ უღებდნენ ფარულ ვიდეოს სხვადასხვა პირს, მათ  შორის ჟურნალისტებს,

„ჟურნალისტები ჩვენი სამსახურისთვის ყოველთვის წარმოადგენდნენ მუდმივმოქმედ ნაღმს. რა თქმა უნდა, ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება. იყო ნებისმიერი სახის ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ. ძირითადად ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ეს იმ ჟურნალისტებთა მისამართით ხდებოდა, ვინც ახორციელებდა ე.წ. "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებებს. ის, ვინც წლების განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, წერდნენ, თუ ტელევიზიით ლაპარაკობდნენ, ცხადია, მათზე ყველაზე ცდილობდნენ კომპრომატების მოპოვებას“ ამბობს კანკებაშვილი. მისივე თქმით, იყო რამდენიმე   მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა ჟურნალისტების დაშანტაჟება, რითაც    ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას, კონკრეტული თემის გაშუქებაზე უარის თქმას მოითხოვდნენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test