შემოგვიერთდი

12.06.2013 16:47

მაია ფანჯიკიძე „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტს“ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მედია მედიის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ „ნიუ იორკ ტაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ტაბულამ“ და „ნეტგაზეთმა“  11 ივნისს გაავრცელეს.

"მინდა, გამოვთქვა, გაოცება, შეშფოთება, განცვიფრება, აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ისეთი გაზეთები, როგორიცაა „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული, მნიშვნელოვანი გაზეთები, რომელსაც ჩვენს პრესაში ხშირად გავლენიან გაზეთებს ეძახიან, ძალიან ხშირად აქვეყნებენ გადაუმოწმებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაზე“, - ნათქვამია „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალში.

ფანჯიკიძის განაწყენება იმ მასალებმა გამოიწვია, რაც ქართველი სამხედროების ავღანეთში დაღუპვის შემდეგ გამოქვეყნდა.

„საეჭვოა ის წყაროებიც, რომლებსაც ისინი იშველიებენ ვითომდა იმის დასადასტურებლად, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში პატივისცემით არ სარგებლობენ. ეს წყაროები არასარწმუნოა, მაგრამ რომც არსებობდეს ასეთი წყარო ერთეული, რომელმაც შეიძლება ასეთი რამ თქვას, ჩემი აზრით, ამორალურია ამის დაწერა და გამოქვეყნება მაშინ, როდესაც ქვეყანა გლოვობს. მე საზღვარგარეთ საქართველოს შეიარღებული ძლების მხოლოდ ქება მსმენია", - აღნიშნულია „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test