შემოგვიერთდი

27.05.2013 19:08

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მედიისთვის საქართველოს თემა უინტერესო გახდა-მომხსენებლები

media.ge
საუბრები მედიაზე
 (photo: )

2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მედიაში საქართველოს თემა მინიმუმადე დავიდა.

ამის შესახებ განაცხადეს ოსმა  და აფხაზმა მომხსენებლებმა მიმდინარე წლის აპრილში, ერევანში გამართულ   სამოქალაქო მოსმენაზე, რომლის თემა იყო „სიძულვილის ენა - სოხუმი, ცხინვალი, თბილისი“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ  ქართველი ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი (საქართველო).

ცხინვალელი ჟურნალისტი, „ეხო კავკაზას“  ადგილობრივი კორესპონდენტი ზარინა სანაკოევა  თავის  მოხსენებაში, აანალიზებს რა სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს   სამხრეთ ოსეთის მედიაში,  ამბობს, რომ ომის შემდეგ   ადგილობრივმა  მოსახლეობამ ყურადღება გადაიტანა შიდა პრობლემებზე, მაგალითად, ცხინვალის აღდგენის საკითხზე, და  ეს გარემოება მედიაზეც აისახა.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,  რომ საქართველოს თემა სამხრეთოსურ მედიაში არ შუქდება საერთოდ. მე,   მედიას დავაჯგუფებდი იმის მიხედვით, ვინ როგორ აშუქებს ამ საკითხებს. თვალის გადავლებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ  საქართველოს საკითხს ყველაზე დიდი ყურადღებას უთმობენ ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემები, რომელთა კონტენტი გათვილილია არა იმდენად სამხრეთ ოსეთის აუდიტორიაზე, არამედ,  საზღრისმიღმა მყოფ მკითხველზე. მაგალითად ოფიციალური ვებ-გვერდს  cominf.org მიჰყავს რუბრიკა „ქართუ;ლი მედიის მიმოხილვა“, როგორ აკეთებენ ამას პუბლიკაციების სათაურები მეტყველებს, მაგალითად ასეთი: „ანტირუსული ისტერიის ფონზე [საქართველოს] ხელისუფლება ხალხთა უფლებებს ლახავს“, „საკუთარ პრეზიდენტთან საუბარი არ სურს თვით პარლამენტსა და მთავრობას“, „სანამ სააკაშვილი იქცევა როგორც ბავშვი, მთავრობა დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე სამხრეთ ოსური მიმართულებით“, აცხადებს ცხინვალელი ჟურნალისტი.

კიდევ ერთი მომხსენებელი - იზიდა ჭანია, აფხაზური გაზეთის „ნუჟნაიას“ რედაქტორი,  შენიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ადგილობრივმა მედიამ   საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის  მიმართ ინტერესი დაკარგა.

„ თქვენ, პრესის ფურცლებსა  თუ ტელევიზიის ეთერში, არა თუ ვერ ნახავთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხის ცხარე განხილვას, როგორც ეს 2008 წლის ომამდე იყო, ან აგრესიულ ტერმინოლოგიას, როგორც ეს ომის შემდეგ შეინიშნებოდა,  თქვენ, საერთოდ ვერ ნახავთ ინფორმაციას საქართველოზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს,  რომ საუკუნეების განმავლობაში წარმოდგენები საქართველოზე წაიშალა, უბრალოდ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები აქტუალური აღარ არის აფხაზეთის საზოგადოებაში, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ“, ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

შეხვედრის ქათველმა  მონაწილემ, „ინტერნიუს-საქართველოს“ წარმოების ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ადგილობრივმა ექსპერტმა, ჟურნალისტმა ირაკლი ბერულავამ თავის მოხსენებაში მიუთითა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  ქართულ მედიაში სამხრეთ ოსეთის, განსაკუთრებით კი,  აფხაზეთის თემის გაშუქების ინტენსივობა შემცირდა,  გარდა ამისა, სიძულვილის ენა, რომლის სათავეც პრეზიდენტ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა იყო, 2008 წლის ომის შემდეგ, მთლიანად არ  გამქრალა, თუმცა ტონი შერბილდა.

სამივე მოხსენების სრული ვერსია რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ მისამართებზე:
http://newcaucasus.com/index.php?newsid=6407
http://newcaucasus.com/index.php?newsid=6408
http://newcaucasus.com/index.php?newsid=6406

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test