შემოგვიერთდი

23.04.2013 18:22

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებული - IDFI

ნატა ძველიშვილი
სტატიები საუბრები მედიაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)  მიერმომზადებული კვლევის თანახმად, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ძირითადად ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გამოიხატება მშრალი ინფორმაციის გავრცელებაში და ისეთი სადისკუსიო პლატფორმების არქონაში, როგორებიცაა ბლოგი, ფორუმი. ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ვებ-რესურსები ინფორმაციის გავრცელების ისეთ მექანიზმებსაც არ ფლობენ, როგორიცაა RSS, ან სიახლეების ელექტრონულ ფოსტაზე გამოწერის ფუნქცია.

IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)  მიერმომზადებული კვლევის თანახმად, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ძირითადად ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გამოიხატება მშრალი ინფორმაციის გავრცელებაში და ისეთი სადისკუსიო პლატფორმების არქონაში, როგორებიცაა ბლოგი, ფორუმი. ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ვებ-რესურსები ინფორმაციის გავრცელების ისეთ მექანიზმებსაც არ ფლობენ, როგორიცაა RSS, ან სიახლეების ელექტრონულ ფოსტაზე გამოწერის ფუნქცია.

ორგანიზაციამ კვლევა „ელექტრონული ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე“ პირველ აპრილს გამოაქყვენა. IDFI 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 15 მარტამდე საქართველოს 23 ცენტრალური საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებს აკვირდება და ისეთი კრიტერიუმებით აფასებს როგორიცაა: ელექტრონული კონსულტაცია, გადაწყვეტილების მიღება  და ინფორმაცია/კომუნიკაცია, მასში გაერთიანებულია ღია მონაცემები (Open Data) რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს უწყებების დოკუმენტებით და ანგარიშებით; სპეციალური განყოფილება ვებ-გვერდზე, რომელიც დაეთმობა და უზრუნველყოფს სერვისების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის (Vulnerable Group), გვერდების უცხო ენებზე არსებობა (ინგლისური, რუსული); საჯარო განხილვების ანგარიშები; რუბრიკის „კონტაქტი“ ცალკე არსებობა: მისამართი (ინტერაქტიული რუკის თანხლებით) საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, სკაიპი. RSS-ზე წვდომა;  ელ-ფოსტაზე სიახლეების გამოწერის ფუნქცია; SMS-ის სახით სიახლეების მიწოდება მომხმარებლისთვის.

დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდებზე მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც IDFI-ის აზრით, გამოწვეულია უწყებების ვებ-გვერდებზე საკომუნიკაციო-საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობით, ან მათი ტექნიკური გაუმართაობით.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებს არ აქვთ ვებ-გვერდებზე კომენტარის დატოვების საშუალება. „ეს ნეგატიური ტენდეცია იმაზე მიუთითებს, რომ უწყება ღია არ არის მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები და კრიტიკა მიიღოს“, - აღნიშნულია კვლევაში და იქვე ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში გაჩნდა Twitter-ის ოფიციალური გვერდების გაუქმების ტენდენცია. უწყებების დიდ ნაწილს Twitter ანგარიში აღარ აქვს, უმეტესობა გვერდზე სიახლეებს არ აზიარებს, საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს ამ საკომუნიკაციო მექანიზმს აქტიურად;

იმ უწყებებიდან, რომელსაც IDFI აკვირდებოდა, არცერთი არ გვთავაზობს სპეციალურ განყოფილებას, ან სერვისს სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის; ქართული სამთავრობო უწყებების უმეტესობას არ აქვს ვებ-გვერდზე ონლაინ მომსახურების შეფასების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მოქალაქეებთან ერთად გამოსავლის ძიება.

კვლევის თანახმად, საჯარო პირები მოქალაქეებთან უშუალო კავშირზე არ გამოდიან, არცერთი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი მოდერაციას არ უწევს დისკუსიას და წამოჭრილ პრობლემებს პირადად არ ეხმაურება;

გარდა ამისა, უწყებების უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმა, იგივე, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგია;

კვლევაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოქალაქეების მხრიდან შემოსულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს ძირითადად უყურადღებოდ ტოვებენ. IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის ელექტრონულად გაგზავნილ სატესტო შეკითხვებზე მიღებული პასუხების რაოდენობა მინიმალური იყო. მხოლოდ ორმა უწყებამ კულტურის სამინისტრომ და დევნილთა სამინისტრომ გასცა ოთხივე შეკითხვას პასუხი.

მკვლევრები მიიჩნევენ რომ აუცილებელია, ყველა საჯარო დაწესებულებამ აღიქვას მომხმარებელი, არა როგორც ინფორმაციის პასიური მიმღები, არამედ ორმხრივ კომუნიკაციაში ერთ-ერთი აქტიური მხარე. ამასთან, უწყებების მხრიდან ელ-ჩართულობის განვითარების მხრივ არსებული ხარვეზების ფონზე, მოქალაქეებმა თავად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გახდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის აქტიური მონაწილეები და არ იყვნენ ინდიფერენტულნი ამ საკითხის მიმართ.

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სასურველია, თითოეულმა უწყებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ონლაინ კომუნიკაციას, რადგან ეს ყველაზე სწრაფი, მარტივი და ეფექტური გზაა საკუთარი მოქალაქეების პრობლემების, შეკითხვების და უბრალოდ კომენტარების მისაღებად. ამასთან, ინტერაქციული მექანიზმების დანერგვა ზრდის საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას“, - აღნიშნულია კვლევაში.

IDFI  მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებს დაემატოს სპეციალური განყოფილება სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის - ტექსტის გადიდება-დაპატარავება, გამკვეთრება, ფონის შეცვლა, ტექსტის აუდიო რეჟიმში მოსმენის ფუნქციები, რაც უზრუნველყოფს თანასწორობას მოქალაქეებს შორის მათი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test