შემოგვიერთდი

06.04.2013 15:43

„სატელიტმა არხების არჩევანი არ უნდა შეზღუდოს“, - ინტერვიუ კრის ფორესტერთან

ციფრული მაუწყებლობა


პირველი ციფრული ტელევიზიის მაგთისატის ერთი წლისთავის საპატივცემულოდ, მაგთის პარტნიორი კომპანიის თანამგზავრული ოპერატორის SES-ის მიწვევით, საქართველოს ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, თანამგზავრული მაუწყებლობის ექსპერტი კრის ფორესტერი ეწვია. პრესკონფერენციაზე თბილისში კრისმა სტუმრებს თავისი ახალი წიგნი სახელწოდებით  "Even Higher" წარუდგინა, რომელიც თანამგზავრული მაუწყებლობის მომავალზე მოგვითხრობს. მასში კრისი სხვა ექსპერტებთან ერთად მედიის ინდუსტრიის მომავალზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრობს, რომლებიც 25 წლის შემდეგ მასმედიის ახალ სამყაროს შექმნიან.

ჟურნალ მუდმივთან ინტერვიუში მწერალმა შეფასება მისცა თანამგზავრული ტელევიზიის განვითარებას საქართველოში და თანამედროვე ტელევიზიის ტენდენციებზე ილაპარაკა

როგორც მაუწყებლობის ექსპერტითქვენთვის კარგად არის ცნობილი ტელევიზიისგანვითარების გზა სხვადასხვა ქვეყანაშისაქართველოში ვიზიტის შემდეგ როგორაფასებთ ქვეყანაში ტელევიზიის განვითარების დონეს სხვა ქვეყნებთანმაგალითად,დიდი ბრიტანეთთან შედარებით?

Pay TV (ფასიანი ტელევიზია)  ოპერატორებს ერთი საერთო აქვთ – ისინი მაყურებელს ექსკლუზიურ კონტენტს სთავაზობენ. ძირითადად ეს სპორტის, ფილმებისა  და გასართობი გადაცემების ნაკრებია. საქართველოს მსგავსი ბაზრებისთვის მთავარი სირთულე იმ ასი ათასობით მაყურებლის დარწმუნებაა, რომლებსაც გადამცემი თეფშები უკვე აქვთ და არხებს უფასოდ უყურებენ.

საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ დილემის წინაშე დგას. მთელი რიგი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად,  გერმანია (სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელი იყო და 40–50 უფასი სატალევიზიო არხის მიღების საშუალება ჰქონდა) ახლა გადადიან ფასიანი ტელევიზიის მოხმარებაზე. თანამგზავრული Pay TV- ის პერსპექტივა გერმანიაში ძალიან დიდია. ნიდერლანდებიც კი სრულად საკაბელო სატელევიზიო ბაზრიდან Pay TV-ზე გადავიდა. დღესდღეობით ფასიანი ტელევიზიის აბონენტთა რაოდენობამ თითქმის მილიონს მიაღწია და ეს სწორედ ექსკლუზიური კონტენტის დამსახურებაა. იგივე მოხდა ამერიკის შეერეთებულ შტატებშიც, სადაც დომინანტი საკაბელო ტელევიზია იყო, დღეს კი ქვეყანაში თითქმის 27 მილიონი თანამგზავრული Pay TV- ის  მომხმარებელი ოჯახი ცხოვრობს.

დიდი ბრიტანეთის ბაზარი განსხვავებულია რადგან BskyB (ბრიტანული თანამგზავრული  მაუწყებლობა) უკვე 20 წელია ბაზარზეა და ამ პერიოდის განმავლობაში მყარი პოზიციის დაკავება მოახერხა. ამჟამად მას 10 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. BSkyB მომხმარებელს ტელევიზიასთან ერთად ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისს სთავაზობს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით კი ისეთი მწვავე კონკურენციის პირობებში, როდესაც ბაზარზე არის მეორე მოთამაშე BBC.

თქვენი აზრითსაქართველომ როგორ უნდა შეძლოს სატელევიზიო სერვისებისსწრაფი განვითარებაამ ყველაფერში რა ადგილი უკავია თანამგზავრს?

თანამგზავრი ყველა ამ წარმატებულ ისტორიაში მთავარ როლს თამაშობს. ჩემი აზრით, სტელიტმა არხების არჩევანი არ უნდა შეზღუდოს და როგორც სპეციალიზირებული არხები, ასევე  ეგრეთ წოდებული ეთნიკური არხები უნდა მოიცვას. ჩვენების ხარისხი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. განვითარებაში HD ტელევიზიამაც უნდა ითამაშოს დიდი როლი, განსაკუთრებით, ფილმებისა და სპორტული გადაცემების ყურებისას.

თანამდროვე ტელევიზია მომხმარებელს დამატებით სერვისებს სთავაზობსთქვენიაზრითრომელი დარჩება ბაზარზე და რომელი გაქრებაროგორ ფიქრობთ,კონკურენცია ტექნოლოგიების ბაზარზე დამოკიდებულია ქვეყანაზე/კულტურაზე თუარსებობს უნივერსალური წესები თუ რომელია „სასარგებლო“ და რომელიუსარგებლო“?

Set-top box (ციფრული მაუწყებლობის მიმღები) აღარ არის აუცილებელი დამაკავშირებელი სატელიტსა და ტელევიზორს შორის. მათ შეუძლიათ მომხმარებელს VCR ტიპის შემნახველი, ისევე როგორც სწრაფი EPG (პროგრამების ელექტრონული ცნობარი) შესთავაზონ. EPG-ის გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, რომ მაყურებლებმა ციფრული მაუწყებლისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

ეთანხმებით აზრსრომ ტელევიზიას ინტერნეტი ჩაანაცვლებს?

ინტერნეტში პროგრამის ყურებას დიდი მოთმინება სჭირდება, რადგან ჩვენება მუდმივად ყოვნდება და ამასთან ერთად მუდმივად გიწევს სასურველი მასალის ძებნა. შეფერხებები  შეუმჩნეველია, თუ მხოლოდ მცირე რაოდენობის მაყურებლები არიან ხაზზე და და შედარებით სწრაფ ინტერნეტს იყენებენ (50-100 მეგაბიტ/წმ-ში). კიდევ ერთი შემზღუდველი ფაქტორი ისაა, არის თუ არა სასურველი მასალა ინტერნეტში ხელმისაწვდომი.

სამი სიტყვარომელიც აღწერს თუ როგორი უნდა იყოს დღეს ტელევიზია.

ჩემი სამი სიტყვა, რომელიც სატელიტურ ტელევიზიას აღწერს არის: ხარისხი, ხარისხი და ხარისხი! გამოსახულების ხარისხი, არხების არჩევანის საუკეთესო ხარისხი და EPG – ის მოსახერხებლობის ხარისხი.

თუ შეიძლებამოკლედ აღწეროთ SES–ის როლი სატელევიზიო მაუწყებლობისისტორიასა და ასევე მისი როლი დღევანდელობაში.

SES იყო პიონერი, რომელმაც თანამგზავრი ტელევიზიისთვის გამოიყენა. 1998 წლის ბოლოს ერთი თანამგზავრის გაშვების შემდეგ, კომპანია მსოფლიოს ორი უდიდესი თანამგზავრული ოპერატორიდან ერთ–ერთი გახდა. დღესდღეობით კი იგი მაყურებლებისა და არხების რაოდენობით სხვა ოპერატორებს უსწრებს.  SES იყო პირველი თანამგზავრული ოპერატორი, რომელმაც გადასცა HDTV და ის ახლა გადადის მაუწყებლობის მომდევნო ეტაპზე, რომელიც Ultra HDTV–ია.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "მუდმივში"

Even Higher

Even Higher

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test