შემოგვიერთდი

28.03.2013 14:18

SES-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 276 მილიონ ოჯახს მიაღწია

ციფრული მაუწყებლობა

2013 წლის მარტის მონაცემებით თანამგზავრულმა ოპერატორმა SES-მა განაცხადა, რომ მან ზრდა 2012 წელსაც განაგრძო, თანამგზავრული მაუწყებლობის ბაზარი განსაკუთრებულად გაიზარდა ინდოეთსა და გერმაინიაში. სატელიტური ოპერატორის SES–ის მიერ ჩატარებული ყოველწლიური მონიტორინგის (Satellite Monitor 2012) შედეგების მიხედვით, დღესდღეობით იმ ოჯახების რაოდენობამ, რომლებიც SES-ის მომსახურებით სარგებლობენ 276 მილიონს მიაღწია, რაც 17 მილიონით აღემატება 2011 წლის მონაცემებს.

ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინდოეთის შედეგებმა, სადაც ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანობაში 7.5 მილიონით გაიზარდა. ორი  წარმატებული DTH პლატფორმა Dish TV და Airtel Digital TV, დღესდღეობით 25 მილიონ ინდიელ ოჯახს უზრუნველყოფს ციფრული მაუწყებლობით SES-ის თანამგზავრების მეშვეობით. ინდოეთის DTH ბაზარი სწრაფად იზრდება, 2012 წლის მონაცემებით ზრდა საშუალოდ თვეში 800,000 მომხმარებელს შეადგენს. DISH TV  ინდოეთსა და აზიაში უდიდესი DTH ოპერატორია. AIRTEL -ი კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი DTH ოპერატორი,  რომელმაც SES-თან თანამშროლობა 2011 წელს დაიწყო.

გერმანიის 2012 წელს მონაცემებმა ასევე მნიშვნელოვნად განაპირობა თანამგზავრული ტელევიზიის ზრდა . ანალოგური თანამგზავრული სიგნალის გათიშვამ და HD+ პლატფორმის წარმატებამ ნახევარი მილიონით გაზარდა თანამგზავრული ტელევიზიის მომხმარებელთა რაოდენობა და 18 მილიონ ოჯახს მიაღწია.

ევროპაში 85 მილიონი ოჯახი იყენებს თანამგავრს, როგორც სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას, 2011 წელს მათი რაოდენობა 84 მილიონს შეადგენდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, თანამგზავრმა თავისი მოცულობა ევროპაში 17%-ით გაზარდა.

მიწისზედა და საკაბელო მაუწყებლობის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება,  2011 წელთან შედარებით მათი რაოდენობა ჯამში ორი მილიონით შემცირდა. IPTV- ის მომხამარებელთა რაოდენობამ კი 1,5 მილიონით იმატა და 17,5 მილიონს მიაღწია. ევროპელი ციფრული ტელემაყურებლების 43 % თანამგზავრით სარგებლობს. HD-ის მომხმარებლების რაოდენობამაც განაგრძო ზრდა და 41% მიაღწია. ASTRA ემსახურება ევროპის 143 მილიონ ოჯახს.

"თანამგზავრული მაუწყებლობის მომხმარებელთა სტაბილური ზრდა სატელიტულ ინფრასტრუქტურაში ჩადებულმა ინვესტიციებმა და წამყვანი DTH პლატფორმების განვითარებამ განაპირობა," - განაცხადა ნორბერტ ჰოლზლმა, SES-ის კომერციულმა პრეზიდენტმა ევროპაში. "დღითიდღე იმატებს იმ ოჯახთა რაოდენობა, რომელნიც თანამგზავრით მიღებული გამოსახულებასა და სატელევიზიო არხების მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას. SES-ი მილიონობით მომხმარებლისა და ტელემაყურებლების არჩევანია"

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 52 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test