შემოგვიერთდი

06.12.2009 20:46

ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტია მიიღეს

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

138-მა   ჟურნალისტმა 4 დეკემბერს თბილისში საქარათველოს ჟურნალისტების  ეთიკის ქარტიიის ასოციაცია დააფუძნა და ხელი მოაწერა  ეთიკურ სტანდარტებს. დამფუძნებლებმა ასევე აირჩიეს  ასოციაციის მონიტორინგის საბჭო და   სარევიზიო კომისია. მონიტორინგის საბჭოში სხვადასხვა ვადით 3 თბილისელი და  6 რეგიონული ჟურნალისტი მოხვდა, ესენია: ნინო ზურიაშვილი (გამომძიებელი ჟურნალისტი), ელისო ჩაფიძე (გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი),  ლიკა ჩახუნაშვილი (ჟურნალისტიკის პედაგოგი),   ეთერ თურაძე (გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორი) და მაია მეცხვარიშვილი ("ახალი გაზეთი" ქუთაისი),  ხათუნა გოგაშვილი (რადიო "ჰერეთი") თედო ჯორბენაძე (გაზეთი "ბათუმელები"), ირაკლი აბსანძე (ფოთი)  და მერაბ მერკვილაძე ("ტელეარხი 25", ბათუმი).

სარევიზიო კომისიაში აირჩიეს ია მამალაძე (რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე), რამაზ სამხარაძე (რადიო "ჰერეთის" დირექტორი, ასოციაცია  "საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის" თავმჯდომარე) და ია ბობოხიძე ("ახალი გაზეთის" მთავარ რედაქტორი, ქუთაისი).

ქარტიას ხელი ძირითადად დედაქალაქში მომუშავე პრესის ჟურნალისტებმა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ნაციონალური ტელერხებიდან ქრატიას სულ რამდენიმე  ჟურნალისტი შეუერთდა, თუმცა, ღონისძიება  ყველა არხმა გააშუქა. რეგისტრაციამ დიდი დრო წაიღო. ამის  შემდეგ ჟურნალისტებმა დაასახელეს   მონიტორინგის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები.  თუმცა ზოგიერთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. არჩევნების შედეგები ჟურნალისტების მიერ არჩეულმა   5-კაციანმა ხმის დამთვლელმა

კომისიამ შეაჯამა.  მაგრამ ვიდრე ხმები დაითვლებოდა, "რედისონის" მოზრდილ საკონფერენციო დარბაზში შედეგების  მომლოდინე ჟურნალისტებს   ევროპის საბჭოს და ევროკომისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქმე ისაა, რომ ქარტიის მიღებით ევროსაბჭოც და ევროკავშირიც ქართველ ჟურნალისტებზე არანეკლებ იყვნენ დაინტერესებულნი. ქარტიის დოკუმენტებზე მუშაობის ხანგრძლივ და მომქანვცველ პროცესში უცხოელი ექსპერტები მონაწილოებდნენ და მას  ორივე ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები  აკვირდებოდნენ,  მაგალითად,   ფლორანს მარშალი, ევროკომისიის პროგრამების ხელმძღვანელი,  რომელიც ქარტიის ტექსტზე მუშაობასთან დაკავშირებულ ლამის ყველა შეხვედრაში ღებულობდა  მონაწილოებას. ის , რაღა თქმა უნდა, ქარტიის დაფუძნებასაც დაესწრო.

"ეს იყო [ქარტიაზე ხელმოწერა] ძალიან სწორი გადაწყვეტილება ქართველი ჟურნალისტების მხირდან. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი შემოუერთდება ამ ინიციატივას. ეს პროექტი არ უნდა შემოიფრაგლოს მხოლოდ ჟურნალისტებით. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მედიამფლობელი და ყველა რედაქტორი, რათა ქარტიის მუშაობა უფრო შედეგიანი იყოს",- იტყვის  ჟურნალიუსტების თავყრილობის  შემდეგ ფლორანს მარშალი.   კმაყოფილი იყო პერ ეკლუნდიც,  საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. რომელმაც ჟურნალისტურ აუდიტორიას ქარტიის მიღება მიულოცა.

"ვფიქრობ,  ქარტიის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას,

როდესაც ჟურნალისტები არა მედიამფლობელების, არამედ  საზოგადოების სამსახურში ჩადგებიან.   ",- განაცხადა  პერ ეკლუნდმა.   მედიაექსპერტმა  ია ანთაძემ კი, რომელიც ქარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, ყურადღება  საბჭოს შემადგენლობას მიაპყრო.

" საბჭოს, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე,  დიდი ნდობა ექნება. სამწუხაროდ,  ქარტიას მხოლოდ  თითო- ოროლა ტელეჟურნალისტი შეუერთდა,  თუმცა რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელმა დამირეკა და უბრალოდ გვერდში დგომა გამოხატა, მაგრამ, არ მაქვს იმედი, რომ  ტელევიზიები ქარტიას შეუერთდებიან,- განუცხადა Media.Ge-ს ია ანთაძემ. "საქრთველოში ხშირად ირღვევა ჩვენი კოლეგების მხრიდან ეთიკის ნორმები და ქარტიის შექმნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გარკვვეული ეთიკის ჩარჩოები იყოს დაცული ქართულ ჟურნალისტიკაში. იმედი მაქვს, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ",- ამბობს რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტი ხათუნა გოგაშვილი.  გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც მონიტორინგის  საბჭოს წევრად აირჩიეს, ამბობს რომ, მედიას  ქარტია ადრე უნდა მიეღო.

"ეს დოკუმენტი არის არა მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმი, ის, გარკვეულწილად,  ჟურნალისტების დაცვის მექანიზმიცაა",- უთხრა Media.Ge-ს  ეთერ თურაძემ.  როგორც ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე იხსენებს,  ქართულ მედიას სტანდარტების   მიღების სამი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა,  თუმცა ის,  რაც 4 დეკემბერს "რედისონში" მოხდა, ჩაფიძის თქმით, შედეგის მომტანი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეოთხე მცდელობა გაამართლებს. საბჭოს შემადგენლობაშიც ისეთი ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც პირადად მე ძალიან ვენდობი. განსაკუთრებით გამიხარდა თედო ჯორბენაძის არჩევა.  ეს,  იმის მანიშნებელია, რომ   რეგიონული ჟურნალისტები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი არიან", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.  პოლიტიკაში წასული ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ქარტიის დაფუძნების ცერემონიალზე ევროკომისიამ მიიწვია, აცხადებს, რომ ქარტიის მიღება ქართულ მედიას უფრო პასუხისმგებლობიანს გახდის.  "ჟურნალისტიკას სჭირდება ორი რამ - თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ქართული მედიის დიდი ნაწილის პრობლემა ის არის, რომ არ არის თავისუფალი,  შესაბამისად,  ის ვერ იქნება ვერც ეთიკური და ვერც პასუხისმგებლობიანი. თუმცა, არის მედიის მეორე ნაწილი, რომელიც თავისუფალია და, რომელსაც სჭირდება პრინციპებზე შეთანხმება. იმედი მაქვს, რომ ეს ქარტია იმუშავებს და გახდის ქართულ მედიას  პასუხსისმგებლობით აღსავსეს, რაც გავლენას მოახდენს ქარტიის მიღმა დარჩენილ ჟურნალისტების მეორე ნაწილზე",- თქვა    სოზარ სუბარმა. ოპოზიციური საპარლამენტრო ფრაქცია "ქარისტიან- დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც ასევე ევროკომისიის მიერ იყო მიწვეული ქარტიის დაფუძნების ცერემონალზე, ამბობს, რომ ჟურნალისტებმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და უფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობაც აიღეს საზოგადოების წინაშე.

"დღეს მიღებული ეთიკის კოდექსი არ არის პანაცეა და ნურავინ წარმოიდგენს, რომ ხვალიდან ყველა ქართველი ჟურნალისტი იმ ეთიკური ნორმების ქვეშ მოექცევა, რაც ქარტიაში წერია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოდექსის მიღებით  საზოგადოებას გაუჩნდა არჩევანის შესაძლებლობა:  მიიღოს ინფორმაცია  იმ წაყრაოდან,  რომლისთვისაც მნიშვნელოვანია  ეთიკის პრინციპების დაცვა, ან  იმ ჟურნალისტისგან რომლისთვისაც პროფესიული ეთიკა სულ ერთია",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test