EPF და CRRC აცხადებენ კონკურსს ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადებაზე-განაცხადების მიღების ვადამ გადაიწია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) და მისი პარტნიორი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებენ კონკურსს ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება საქართველოში"-ს ფარგლებში მოგროვებულ მონაცემებზე. აღნიშნული პროექტი ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ ხორციელდება.
აღნიშნული ანგარიში განკუთვნილი იქნება მედია ექსპერტებისთვის, მოქმედი ჟურნალისტებისთვის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. შერჩეულ კონსულტანტს მოეთხოვება CRRC-სთან და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მედია პროგრამების მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საბოლოო ანგარიში უნდა დაიწეროს მოკლედ და გასაგებ ენაზე, მან უნდა მოიცვას იმ მონაცემების უფრო ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ანალიზი, რომლებიც უკვე შეჯამდა ანგარიშში "საქართველოს მედიის სიღმისეული კვლევა: შემაჯამებელი შედეგები". აღნიშნული ანგარიში უნდა წარედგინოს CRRC-ს და ევრაზიის პარტნიორობის ფონდს კონტრაქტის ხელმოწერიდან 2 თვეში.
EPF/CRRC-ის გამარჯვებულმა უნდა დაიცვას შემდეგი ვადები:
-ანგარიშის პირველი ვერსია მზად უნდა იყოს 1 ოქტომბრამდე;
-აღნიშნული ვერსიის განხილვა EPF/CRRC-ს მიერ მოხდება 15 ოქტომბრამდე;
-ანგარიშის საბოლოო ვარიანტი EPF/CRRC-ს უნდა წარედგინოს 29 ოქტომბრამდე.
ანგარიში უნდა დაეყრდნოს ოთხ სხვადასხვა წყაროს: საქართველოს მოსახლეობის რეპრეზენტატიულ კვლევას, მედია პროფესიონალების კვლევას, მედია მონიტორინგს და მედიის მომხმარებლებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფებს. ანგარიშის ძირითადი მიზანია საქართველოს მედია ლანდშაფტის ყოვლისმომცველი სურათის დახატვა შემდეგ ასპექტებზე ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილებით:
საზოგადოების აზრი მედიის შესახებ: ნდობა/უნდობლობა მედიის მიმართ; მედიის იმიჯი; ვის ინტერესებს ემსახურება ის?
საზოგადოების მოთხოვნილებები: რა სურს ხალხს რომ გაშუქდეს და როგორ?
რეკომენდაციები განვითარებისთვის: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული მედია უფრო პროფესიონალური გახდეს?
კვალიფიკაცია:
-ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, სოციოლოგიაში ან მედია მცოდნეობაში, სასურველია აღიარებული დასავლური უნივერსიტეტიდან;
-სასურველია გამოცდილების ქონა მსგავსი სახის დოკუმენტების მომზადებაში;
-ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;
-SPSS და/ან STATA პროგრამების კარგად ცოდნა;
-გამოცდილება ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზში.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა განაცხადები (ინგლისურ ენაზე) უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: applications@crrccenters.org და თემაში მიუთითონ Media Research Report. განაცხადები 2010 წლის 23 აგვისტომდე თბილისის დროით ღამის 12 საათამდე უნდა იქნას წარმოდგენილი.
განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
-რეზიუმე;
-სამოტივაციო წერილი;
-მანამდე შესრულებული მსგავსი სახის დავალების ნიმუში ინგლისურ ენაზე;
-მოთხოვნილი ანაზღაურება.
გასაუბრებაზე დაიბარებენ მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასულ აპლიკანტებს.
dzalian minda am konkursshi
Post new comment