ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) გმობს გაზეთების გამომცემელთა მკაცრ მანიფესტს კრიზისის პირობებში
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ), მსოფლიოში ჟურნალისტთა ყველაზე დიდი ჯგუფი, გმობს გაზეთების გამომცემელთა მოწოდებას ჟურნალისტიკაში სამუშაო ადგილების უფრო მეტად შემცირების შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
IFJ-ის განცხადებით გაზეთების მსოფლიო ასოციაციის (WAN) კვლევა, რომელიც მხარს უჭერს აუთსორსინგს და "ნიუსრუმებში" სამუშაო ძალების შემცირებას, "ხარისხიანი ჟურნალისტიკის ნგრევის აშკარა მანიფესტს" წარმოადგენს.
"მსოფლიო გაზეთების ხელმძღვანელები, ასევე ბევრი რედაქტორი ეთიკურ და ხარისხიან ჟურნალისტიკას ასობს ლახვარს," განაცხადა IFJ-ის გენერალურმა მდივანმა აიდან უაიტმა. "მათი სტრატეგია სხვა არაფერია თუ არა "დაჭერი და დაწვი". მათი მიზანია კოლექტივის აუთსორსინგი, სამუშაო ადგილებისა და გაზეთების გამოცემის შემცირება. ეს ყოველივე ჟურნალისტიკის როგორც საზოგადოებრივი კუთვნილების ღალატია."
IFJ-ის განცხადებით, დამსაქმებელთა ამგვარი ცივი დამოკიდებულება დრამატულად ეწინააღმდეგება ჟურნალისტთა მსოფლიო მოძრაობას, რომელმაც მაისში კადისში გამართულ IFJ-ის კონგრესზე გამოაქვეყნა ანგარიში ჟურნალიტიკის მომავალზე (Journalism in Touch with the Future http://congress.ifj.org/assets/docs/131/026/f757f83-48b2e1a.pdf), რომელშიც გაისმის მოწოდება, მედია ინდუსტრიასა და ჟურნალისტურ კავშირებს შორის ახალი ურთიერთობების დამკვიდრებისკენ და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის სამსახურში მყოფი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ აღებული ვალდებულებების გაძლიერებისკენ.
მაგრამ დამსაქმებლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბიზნესს ინტერესების პრაქტიკულ შედეგს. 12 ივლისს WAN-მა გამოაქვეყნა კვლევა "მილიონ დოლარიანი სტრატეგიები საგაზეთო კომპანებისთვის" (Million Dollar Strategies for Newspaper Companies http://www.wan-press.org/article18560.html), რომელიც აშკარად ხელს უწყობს "დაქირავებულთა შემცირებას, ოფისებისა და სტამბების კონსოლიდაციას, მედია კოლექტივების ინტეგრაციას, თანაგამომცემლობებისა და ბეჭვდითი ერთეულების კონოსლიდაციას, გაზეთების ზომისა და განყოფილებების, ასევე კვირის კონკრეტულ დღეებში გამოცემების შემცირებას."
WAN-ის ანგარიშისგან განსხვავებით IFJ-ის ანგარიში "ჟურნალისტიკის მომავალი" ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტიკის უფრო მეტ საჭიროებაზე როგორც ბოლო წლებში მსოფლიოში წარმოშობილი კომუნიკაციის ახალი ფორმებზე, აცხადებს IFJ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალმა ტექონოლგიებმა ფანტასტიური საშუალება წარმოშვა უზარმაზარი ოდენობის ინფორმაციის მოსაპოვებლად, შესადარებლად და დასკვენების გამოსატანად. "მაგრამ ჟურნალიტიკის ამგვარ განვითარებას როგორც საზოგადოებრივ სარგებელს," აღნიშნავს უაიტი, "სჭირდება დრო, სათანადო წვრთნა, რესურსები და ვალდებულება, რომ ჟურნალისტიკა საზოგადეობრივ ღირებულებად იქცეს." ჩვენს დამსაქმებლებს შეზღუდული ხედვა გააჩნიათ. ისინი მხოლოდ მოგების საჭიროებაზე ფიქრობენ. ისინი მსხვერპლად სწირავენ ხარისხს, ამცირებენ სამუშაო ადგილებს და აუარესებენ სამუშაო პირობებს, ისინი ზღუდავენ ჟურნალისტების უფლებას, შექმნან კავშირები. მომავლის ხედვისა და ვალდებულების ნაკლებობა დამანგრეველ ეფექტს ატარებს."
უაიტის განცხადებით დღესდღეობით, ჟურნალისტები მედიისგან უფრო გარიყულად გრძნობენ თავს, რაც პლურალიზმისა და პრესის თავისუფლების ძირითად პრინციპებს ანგრევს. "დემოკრატია ეფუძნება კარგ ჟურნალისტიკას და ჩვენი ხალხი მტკიცედ დაიცავს მას, მიუხედავად იმისა, რომ დამქირავებლები გზას ასცდნენ. მთლიანობაში, ჟურნალისტებზეა დამოკიდებული ჟურნალისტიკის მიმართ ნდობის აღდგენა და ახალი გამოცემებისთვის ხელის შეწყობა ," განაცხადა უაიტმა.
ნიუსრუმული კონვერგენცია
Post new comment