კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის
კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და BP-სა და USAID-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად.
კონკურსების მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში. საკონკურსო რეპორტაჟის თემა:
- განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება; - ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა.
კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე-რადიო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ ტელე ან რადიოკომპანიაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე ტელე-რადიო რეპორტაჟი ნამდვილად გადაიცა კონკრეტული საინფორმაციო საშუალების ეთერით და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს.
კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო საგაზეთო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა საგაზეთო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ გაზეთში, ჟურნალსა თუ ინტერნეტ პრესაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე საგაზეთო რეპორტაჟი ნამდვილად გამოქვეყნდა კონკრეტული საინფორმაციო საშუალებაში და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს.
გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება პროფესიონალ ჟურნალისტთაგან, ასევე მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეს, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება.
დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ- გვერდზე: http://www.eecgeo.org.
Post new comment