მედია-ტერორი

შაბათს, საღამოს, მეგობარ ბლოგერებთან ერთად, რუსთაველის თეატრში  სპექტაკლს "შობის მეთორმეტე ღამეს" ვესწრებოდი.  უცებ უკანა რიგებში   ჩოჩქოლი ატყდა. ვისაც კი ტელეფონი ჩართული ჰქონდა, ახლობლები ურეკავდნენ.

"რუსები მოდიან, უკვე თბილისთან არიან!" "სტარტეგიული ობიექტები იბომბება!" "მთავრობა და პრეზიდენტი ევაკუირებულია!" "პრეზიდენტი მოკლეს!"

რამდენიმე წუთის განმავლობაში  ეს პანიკური ფრაზები მესმოდა. ხალხი წამოიშალა, მსახიობებმა თამაში შეწყვიტეს და მაყურებლებს  ეკითხებოდნენ-  რა მოხდა. თეატრის თანამშრომლები ხალხის დაწყნარებას ცდილობდნენ, მაგრამ თავადაც პანიკაში იყვნენ.

"ამ წუთას დამირეკეს სახლიდან, "იმედი" გადმოსცემსო ამ ამბავს, საომარი მდგომარეობა გამოუცხადებიათ", -ტირილით მეუბნება ერთი ქალბატონი. სახლში დარეკვას ვცდილობ. ხაზები გადატვირთულია. ვერავინ ვერსად ვერ რეკავს. გარეთ გამოვედი.

ზოგიერთები ტაქსს აჩერებენ და სახლში გარბიან, ზოგიერთებიც   ერთმანეთს ამშვიდებენ.

"აგვისტოში, როცა თბილისის მიდამოები იბომბებოდა, ყველაფერი მესმოდა, იმ დღეს მორიგე ვიყავი, ახლა არაფერი გამიგია", - მეუბნება რუსთაველის თეატრის დაცვის თანამშრომელი.

რამდენიმე წუთში კი ხალხი უკვე იმაზე საუბრობდა, რომ ტელეკომპანია "იმედს" დადგმული სიუჟეტი გაუშვია ეთერში. ახალი ომი, დაბომბილი ობიექტები და მოკლული პრეზიდენტი - ერთი დიდი სცენარის ნაწილი ყოფილა. მსახიობები სცენაზე დაბრუნდნენ, ხუმრობდნენ და ასე ცდილობდნენ  მაყურებლისთვის ნეგატიური განწყობის გაფანტვას. ნაწილობრივ გამოუვიდათ.

სახლში რომ დავბრუნდი,  ტელკომპანია "იმედის" არქივი ვნახე. ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი სერიოზული, ტრაგიკული, სახით ყვება:

"რუსეთის ჯარმა ახალგორიდან და სომხეთიდან თბილისს შემოუტია"; "საავადმყოფოებმა დაიწყეს პირველი დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების მიღება"; "დაიბომბა აეროპორტი"; "მოკლეს პრეზიდენტი".

იმიტირებული  სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის ეთერში ჩნდება მორბენალი სტრიქონი: "სიუჟეტის მიზანი რუსული აგრესიის ხელის შეშლა იყო".

ვის აქვს უფლება ადამიანები მორალურად დაატეროროს?

რატომ აძლევენ თავს უფლებას ტელეკომპანიის ხელმძღვანელები მსგავი ავანტიურით ხალხის ფსიქიკაზე  იმოქმედონ და მასობრივი პანიკა გამოიწვიონ?

რატომ თანხმდებიან ამის გაკეთებას ჟურნალისტები? მხოლოდ ხელფასის გამო? ვაგლახ, რომ ასე არ არის. ლაქია ერთი უწყინარი  პროფესიაა, მაგრამ ლაქიობა.....თავადაც იცით.

რატომ ჰქვიათ ამ ადამიანებს ჟურნალისტები?

ამ კითხვების  დასმა დაუსრულებლად შეიძლება. მათზე პასუხები ამწუთას არ  მაქვს. ახლა, მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში: ამის გამკეთებლები უნდა დაისაჯონ.  არ მინდა,  ყოველდღე ახალ ამბებს მსახიობად გადაცმული, ყალბი ჟურნალისტები მაცნობდნენ, არ მინდა, რომ ვიღაც მსგავს სცენარებს წერდეს და ხალხზე ექსპერიმენტებს ატარებდეს, არ მინდა მედია-ტერორი!

რისი მიღწევა უნდოდა ხელისუფლებას და ტელეკომპანია "იმედს" ეთერში ყალბი სიუჯეტის გაშვებით? -არ ვიცი.

მათ ერთ რამეს ნამდვილად მიაღწიეს: ხალხი, რომელიც თვეების წინ "იმედის" დახურვას აპროტესტებდა, ახლა თავად ითხოვს მის დახურვას. ამის მიღწევას ნიჭი ხომ უნდა?

პოსტის დასრულებას ვაპირებდი, როცა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე ეს ინფორმაცია წავიკითხე: "ტელეკომპანია ''იმედის'' "მოდელირებულმა ქრონიკამ" უამრავ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.  ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში (033) განუცხადეს.  მათი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სადგური თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან რეკორდულად იმატა გამოძახებების რიცხვმა. .. ბავშვებს დაემართათ კრუნჩხვა, არის ინფარქტებისა და გონების დაკარგვის მრავალი შემთხვევა."

მე სხვა სათქმელი აღარ მაქვს.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის,

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამას უკვე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა, გარდაიცვალა ქალბატონი რომლის შვილიც ჯარში მსახურობს!!! მგონი აქ უკვე ყველა კომენტარი ზედმეტია!!!!!!!! http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/128279.html&hd_line=1

საინტერესოა ამ ფანტასტიკური

საინტერესოა ამ ფანტასტიკური სიუჟეტის ადრესატებს რა გვჭირს???

kato

ar vici , vis ra daemarta, magram.... roca damirekes, marjanishvilze vikavi da saxlshi , did digomshi bavshvebi martoni ikvnen, iseti sichqarit movqroldi iqedan, (aravitari shuqnishani ar arsebobda chemtvis), megona bavshvebs vegar vnaxavdi, didi shansi iko, rom avariashi momvxvdarikavi.....da mizezi.????.. araperi iseti,... mxolod i m i t a c i a.... vai chvens patrons...ra xdeba chvens tavs????xalxooo!!!!!!!!!

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.