12 March, 2010 - 02:29

12 მრტს გაიმართება სტუდია "მონიტორის" საგამოძიებო ფილმის პრეზენტაცია

2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ # 10) გაიმართება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების მორიგი ფილმის პრეზენტაცია. ფილმი 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ გამართულ საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ მოგითხრობთ.

ფილმის შინაარსის თანახმად, აქციის დროს პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად  გამოიყენა  ბელგიური წარმოების ნაკლებლეტალური იარაღი FN- 303. ამ იარაღის გამოყენების შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა საქართველოს ორმა მოქალაქემ, დავით ჩანტლაძემ და ირაკლი ხომასურიძემ. ირაკლი ხომასურიძე, რომლებიც ამჟამად  მხოლოდ საკუთარი ახლობლებისა და მედიკოსების უანგარო შრომის წყალობით უმკლავდებიან.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ რეალურად გამოძიება არ მიმდინარეობს. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ არც ხომასურიძე და არც ჩანტლაძე დაზარალებულებად ცნობილები არ არიან, გარდა ამისა, 6 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით არ არიან დაკითხული სხვა დაზარალებული მოქალაქეები დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც საჩივრით მიმართეს თბილისის პროკურატურას და მოითხოვეს 6 მაისის ინციდენტის ობიექტური და სწრაფი გამოძიება.

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.