12 March, 2010 - 00:32

დიდ ზამთარს გაყოლილი კაცი

მძიმე და სუსხიანი ბრძოლების შემდეგ, ალაზნის ველზე "შეშლილივით მოკვდა თებერვალი". აქა-იქ ტყემლის მამაცი ყვავილები გამოჩნდნენ და ატმის ბაღებმა საპატარძლო მზადება იწყეს. საცაა ბელტი ამობრუნდებოდა, ხნულს ოხშივარი აუვიდოდა, კახეთის მთები იდუმალ ნისლებს მოითხოვდნენ და გაზაფხულიც მარადიული სიცოცხლის სადიდებლად მრავალჟამიერს დააგუგუნებდა...

მომაკვდავი თებერვლის უკანასკნელ დღეს თბილისში, რუსთაველზე, უამრავი ადამიანის თვალწინ წაიქცა თანამემამულეთა უადამიანობით გაწამებული უცნაური კაცი. უცნობი გულშემატკივრებითა და ცნობისმოყვარეებით გარშემორტყმულმა ერთი ყლუპი წყალი მოითხოვა, მერე ცას მავედრებელი თვალებით გახედა და ესღა თქვა - ნუ შეწუხდებით, მე ახლა მოვკვდები. და გათავდა. ეს კაცი გიორგი ჩოჩიშვილი იყო - ალმასივით მჭრელი და ბრწყინვალე გონების ადამიანი, მრავალთა მეოხი და მეგობარი. ვისთვის ბატონი გიორგი, ვისთვის - გოგი, ვისთვის, უბრალოდ - ჩოჩიკა. კაცი, ვინც დიდი ხანია დაიბევა ღირსეული ადგილი თანამედროვე ჟურნალისტიკის ისტორიაში. რკინასავით მაგარი და ხარივით ამტანი გოგი ჩოჩიშვილი მრავალი წლის განმავლობაში თავდავიწყებული სიჯიუტით დაეძებდა საკუთარ ბედისწერას. ბოჰემური ცხოვრება იტაცებსო, ღვინოში იხრჩობაო, ნიკალასავითაა, დილაადრიან ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე ადგება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავსო. თუ არ დალია, ისე იმ მართლაც ბრწყინვალე, ანტიკურ სტატიებს ვერ დაწერსო... ისიც იფერებდა, ცდილობდა, სწორედ, ასეთად მოეჩვენებინა თავი. ჩვენ, მისმა მეგობრებმა, ვიცოდით ის, რის დამალვასაც ცდილობდა ჩვენი ჩოჩიკა მორცხვი ღიმილით და მოჩვენებითი უდარდელობით უსახლკარობის, უსახსრობის, უსამართლობის გამო თავს დატეხილი დარდებისა. საკუთარ თავსაც ვერ უმხელდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და დამსახურებულ ჟურნალისტს ლუკმა-პური ენატრებოდა, თავშესაფარი არ ჰქონდა, სკამი და მაგიდა არ ჰქონდა, გაზეთის საყიდელი ფული არ ჰქონდა, თბილი ლოგინი არ ჰქონდა, ქალის ალერსი აუხდენელ ნატვრად ქცეოდა... ვიცოდით და, ვაი, რომ დიდად ვერაფრით დავეხმარეთ, იმიტომ ვერ დავეხმარეთ, რომ დღევანდელ საქართველოში პატიოსანი ჟურნალისტები დანარჩენი პატიოსანი მოქალაქეებივით სიღატაკეში ცხოვრობენ. იმათ კი, ვინც ქართული დღევანდელობის სამოთხედ წარმოდგენას ლამობენ, ჩოჩიშვილისნაირთა არც სოცოცხლე და არც სიკვდილი არაფრად უღირთ. გოგი ჩოჩიშვილის სიცოცხლე და სიკვდილი იყო ხელისუფლებისგან ჩარეცხილ-გარიყულთა მრისხანე პროტესტი თანამედროვე უგუნური სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ. ხვალ გაზაფხული ისევ მოვა. ალაზნის ველი ატმის ყვავილების ზღვაში ჩაიძირება. მარადიული სიკეთის, სამართლიანობის და სიცოცხლის ნიშნად, მრავალჟამიერიც დაგუგუნდება. იმან იკითხოს, ვისაც არმად ნაშოვნი ამქვეყნიური სიკეთე და ჩინ-მედლები ოდესმე ყელზე დაადგება, თორემ გოგი ჩოჩიშვილი? - მას ხომ მიწაც მოუხნავს, ქვა-მარილიც აულოკია, მიდის ჭალაში სტვენა-სტვენით ბიჭი გოგია.

vauuu,zalian momewona....

vauuu,zalian momewona....

მაპატიე დაგაკელი ყურადღება:(

მაპატიე დაგაკელი ყურადღება:(

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.