view counter

Poll

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

9 March, 2010 - 19:41

გაზეთმა „გურია ნიუსმა" სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გურიაში, საჯარო მოხელეები საჯარო ინფორმაციის გაცემის წესებს კვლავ არღვევენ და ამას სისტემატური ხასიათი აქვს.

ამის შესახებ გაზეთის „გურია ნიუსის" რედაქცია იტყობინება.

კერძოდ, როგორც რედაქციაში ამბობენ, „გურია ნიუსის" ჟურნალისტმა შორენა ღლონტმა 2010 წლის 27 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს 4 განცხადებით მიმართა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. პასუხად, 4 თებერვალს, მხოლოდ ერთი განცხადებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მიიღო სრულად, მეორე _ არასრულად,  ხოლო ორი განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციისთვის ჟურნალისტს დაუდგინეს დამატებით ერთთვიანი ვადა.

მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ანაზღაურების ოდენობის მითითებით. ასევე მუშა-მოსამსახურეთათვის 2008-2009 წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოწერილი მივლინების, პრემიების, ჯილდოების და სატელეფონო ხარჯების დეტალურ ინფორმაციას; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2008-2009 წლის ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისათვის (მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დასავლეთ საქართველოს მე-4 ქვეგანყოფილებისთვის) გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და მუნიციპალიტეტის 2009 წლის სარეზერვო ფონდიდან გახარჯულ თანხებს.

„ეს პირველი შემთხვევა არაა - გასულ წელს, „გურია ნიუსის" ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ჩოხატაურის საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის მიღება მხოლოდ სასამართლოს ჩარევის, მორიგების შემდეგ შეძლო", აცხადებენ რედაქციაში.

მათივე თქმით, ჟურნალისტებს პრობლემები ექმნებათ კომენტარების მიღების დროსაც - საჯარო პირები უარს ამბობენ ან სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების პრესსამსახურებთან ამისამართებენ მათ.

„მიუხედავად იმისა, რომ გაზეთმა სასამართლოს მიმართა, რომ საქმის განხილვა მოახდინოს დაჩქარებული წესით, რათა კიდევ უფრო არ გაჭიანურდეს და არ შეფერხდეს ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მოწოდება, ჯერჯერობით პროცესი ადგილიდან არ დაძრულა", აცხადებენ „გურია ნიუსის" თანამშრომლები.

გაზეთს საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის ოზურგეთის ოფისი ეხმარება.

Comments

Анонимный, 9 March, 2010 - 19:56:42

guria niuss informaciis micodebaze sheferxeba ki ara, saertod uaris tkma ekutvnis. es guriis mexute kolonaa...

Анонимный, 13 March, 2010 - 10:36:23

ras nishnavs guriis mexute kolona? iqneb ganmartot ``pativcemulo`` anonimoo!!!!!!!!!

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.