view counter

Poll

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

25 February, 2010 - 22:01

გოეთეს ინსტიტუტში ახლაგაზრდა ჟურნალისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა

24  თებერვალს  გოეთეს ინსტიტუტში ახლაგაზრდა ჟურნალისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმების საყურებლად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ორგანიზატორებმა მაყურებელს წარუდგინეს  ფილმები:
-"როცა მოკვდები, მერე გეტყვი" - ავტორი: ცირა გვასალია;
"ბოლო შუშა ლამპისათვის" - ავტორები: რუსუდან ფანოზიშვილი და თამარ ფარადაშვილი;
"მესერს მიღმა" -ავტორი:  მარიკა ქოჩიაშვილი.

ფილმის ავტორები საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის   სკოლის კურსდამთავრებულები არიან და თითოეული ფილმი მათ სადიპლომო ნამუშევარს წარმოადგენს.

ცირა გვასალიას ფილმი „როცა მოვკვდები, მერე გეტყვი" მესაფლავეთა ერთ სამუშაო დღეს აღწერს.  ფილმში ნაჩვენებია,  თუ როგორ დაიწყეს მესაფლავეებმა მუშაობა სასაფლაოზე, მათი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. როგორც ფილმის დასრულების შემდეგ ავტორმა თქვა, მისი წინასწარი დამოკიდებულება მესაფლავეთა მიმართ პირველივე კონტაქტის შემდეგ შეიცვალა. ავტორს ისინი სევდიან, მარტოსულ ადამიანებად ჰყავდა წარმოდგენილი, სინამდვილეში კი საპირისპირო აღმოჩნდა.  „თითოეული მათგანი სიკვდილზე ღიმილით, ძალიან მსუბუქად საუბრობს და მათ სწორედ ეს აერთიანებთ", ამბობს ცირა გვასალია.

რუსუდან ფანოზიშვილმა და თამარ ფარადაშვილმა 22-წუთიანი დოკუმენტური ფილმი კახეთის ერთი მივარდნილი სოფელის შესახებ  გადაიღეს. ჭერემი სხვა სოფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ იქ  დღეს მხოლოდ 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, სახლების უმრავლესობა მიტოვებულია, სოფლის სკოლაში რამდნეიმე ბავშვი სწავლობს. სოფელში არ არის გზა, ელ. ენერგია. ხალხი ჯერ კიდევ ხმარობს ნავთის ლამფას.  სოფლის მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება ფილმში შეულამაზებლად არის აღწერილი. ფილმმა ერთ-ერთი ჟურნალისტური კონკურსის პრემია დაიმსახურა.   ის ასევე გასულ წელს  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს, მან მაყურებლის მოწონება  დაიმსახურა.

ავტორების თქმით,    ჭერემით დაინტერესების მიზეზი  ის რეალობა იყო, რაც ამ სოფელში ნახეს.  საინტერესოა ის, რომ აღნიშნული სოფელი ტერიტორიულად მივარდნილი სულაც არ არის და თბილისიდან იქ ჩასვლას სულ ორი საათი სჭირდება.  ფილმის გადაღებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ერთი ნაწილი გაზაფხულზე გადაიღეს, მეორე ნაწილი კი-ზამთარში.

მარიკა ქოჩიაშვილის ფილმი „მესერს მიღმა" გრემში არსებული თავშესაფრის, „თემის" ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

„ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, იმიტომ, რომ „თემი" საოცარი ადგილია. უნარშეზღუდული და ჯანმრთელი ადამიანები აქ ერთად ცხოვრობენ. თითოეული ადამიანი აქ საკუთარი თავის  რეალიზებას ახდენს,  მათთვის აქ არანაირი ბარიერი არ არსებობს", ამბობს ფილმის ავტორი.

თითოეული ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. გამოითქვა შენიშვნები.

Comments

Анонимный, 25 February, 2010 - 18:14:42

3 კი არა,5 ფილმის ჩვენება გაიმართა :I

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.