view counter

Poll

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

ჟურნალისტების სტაჟირება პოლონეთში

24 February, 2010 - 14:51
დედლაინი: 
15 March, 2010 - 06:51
ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რაც ითვალისწინებს სტაჟირებას პოლონეთში 2010-2011 სასწავლო წლებში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა- 15 მარტი.

ლეინ კირკლენდის პროგრამა ტარდება ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და აქტიურად აშუქებენ დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს.

პროგრამა გულისხმობს პოლონეთის უნივერსიტეტში სწავლას (ორი სემესტრი) და 2-4-კვირიან პრაქტიკას სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.

პროგრამის მონაწილეები უნდა ფლობდნენ პოლონურ ან ინგლისურ ენას და უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:
http://form.kirkland.edu.pl

Comments

kirklandisti, 2 March, 2010 - 18:30:36

marto jurnalistebistvis araris es stypendia :))) erterti sauketeso stypendiaa rac polonetshi arsebobs

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.