Google-ს ახალი სერვისის შესახებ
ყველა ჩვენთაგანს მოსვლია მსგავსი რამ - ინტერნეტის თვალიერებისას გვიპოვნია რაიმე საინტერესო საიტი, დავრეგისტრირებულვართ, დაგვითვალიერებია, მერე კი, ჩვეულებრივ, მიგვავიწყდება ხოლმე.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ინფორმაციას გავცემთ ჩვენს შესახებ - ასაკს, სახელს და გვარს, სქესს, მისამართს, ელ. ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და სხვა.
არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის კონტროლსა და მონიტორინგს. სწორედ ამისათვის შექმნა Google-მა ახალი სერვისი: Google Dashboard

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს, ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, თუ რა იცის ინფორმაციის გიგანტმა ჩვენს შესახებ. აქ თავმოყრილია Google-ის ყველა ის სერვისი, რომლებზეც ხართ რეგისტრირებული:
- ელ. ფოსტა Gmail,
- ბლოგ-სერვისი Blogger,
- ვიდეოს ატვირთვის სერვისი Youtube,
- კალენდარი Calendar,
- დოკუმენტები და ცხრილები Docs,
- საიტის ანალიზი, სტატისტიკის მთვლელი Analytics,
- მისამართების და ტელეფონების წიგნი Contacts,
- ფოტო-სერვისი Picasa,
- RSS-მკითხველი Reader,
- ჩეტი Talk და სხვა მრავალი.
მოინახულეთ და შეამოწმეთ - თუ რა იცის Google-მა თქვენს შესახებ. თუ ჩათვლით, რომ ზედმეტი ინფორმაცია გაქვთ განთავსებული - წაშალეთ!
Post new comment