გასული წლის ნოემბერში, თბილისში სამხრეთკავკასიის ქვეყნების მე–6 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა მედიის განათლება იყო. ვინც ესწრებოდა ამ კონფერენციას, იმედი მაქვს, დაამახსოვრდებოდა დანიუს რაძიავიჩუსის (ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენელი) გამოსვლა. მისმა მოხსენებამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ სტატიამ კიდევ ერთხელ გამახსენა მისი სიტყვები , რომ "ჟურნალისტიკაში ტერმინატორების ადგილია".
გერონტი, შენ ამბობ, რომ "ახლა, ზოგი მართლაც იდეისთვის შეწირული ადამიანია, მაგრამ მათზე სწორება მასობრივად ვერ მოხდება."... გეთანხმები, მათზე სწორება მასობრივად ვერ მოხდება, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები ქმნიდნენ და ქმნიან ხარისხიან, თავისუფალ და ღირებულ ჟურნალისტიკას. იმედი მაქვს, ასეთი ჟურნალისტები ქართულ მედიაში არიან და კვლავაც იქნებიან!...