ყველა ჩვენთაგანს მოსვლია მსგავსი რამ - ინტერნეტის თვალიერებისას გვიპოვნია რაიმე საინტერესო საიტი, დავრეგისტრირებულვართ, დაგვითვალიერებია, მერე კი, ჩვეულებრივ, მიგვავიწყდება ხოლმე.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ინფორმაციას გავცემთ ჩვენს შესახებ - ასაკს, სახელს და გვარს, სქესს, მისამართს, ელ. ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და სხვა.
არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის კონტროლსა და მონიტორინგს. სწორედ ამისათვის შექმნა Google-მა ახალი სერვისი: Google Dashboard

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს, ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, თუ რა იცის ინფორმაციის გიგანტმა ჩვენს შესახებ. აქ თავმოყრილია Google-ის ყველა ის სერვისი, რომლებზეც ხართ რეგისტრირებული:
მოინახულეთ და შეამოწმეთ - თუ რა იცის Google-მა თქვენს შესახებ. თუ ჩათვლით, რომ ზედმეტი ინფორმაცია გაქვთ განთავსებული - წაშალეთ!