Thomson Reuters-ის ტრენინგი საფინანსო სექტორისა და ბიზნესის გაშუქება
ტრენინგის ხანგრძლივობა - 23 -27 აპრილი
ადგილდებარეობა - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 3 თებერვალი
საფინანსო სფეროსა და ბიზნესის გაშუქების კურსი ლონდონში 5 დღიანი ტრენინგით დაიწყება და ონლაინ სწავლებით გაგრძელდება.
ტრენინგში ყველა მონაწილე ამჟამად მოქმედი ჟურნალისტი უნდა იყოს და ამ სფეროში მუშაობის სულ ცოტა ორ წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ჟურნალისტები ამ სფეროში მუშაობას საკუთარ ქვეყანაში უნდა აპირებდნენ და ინგლისურს სრულფასოვნად უნდა ფლობდნენ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ Reuters-ის რომელიმე ტრენინგში ბოლო ორი წლის მანძილზე მიგიღიათ მონაწილეობა, ახლა განაცხადის შეტანის უფლება არ გაქვთ.
ჟურნალისტებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან ტრენინგი სრულად ფინანსდება. დაფინანსებაში შედის თვითმფრინავის (ეკონომ-კლასი) და საცხოვრებლის ხარჯის დაფარვა.
აპლიკაციის შესავსებად საჭიროა:
- თქვენი კარიერის შესახებ 250 სიტყვიანი ბიოგრაფიის დაწერა;
- 250-500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი, რომელშიც გამოჩნდება, რა გიშლით ხელს მუშაობაში. აუცილებელია აქვე აღწეროთ როგორ გეგმავთ ამ კურსის დროს შეძენილი ცოდნის გამოყენებას.
- აგრეთვე დაგჭირდებათ ამ კურსის შესაბამისი ორი თქვენი ნამუშევრის გამოგზავნა. ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს შეუძლიათ წარმოადგინონ სიუჟეტის სცენარი. აგრეთვე დაგჭირდებათ თქვენი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ სტატიის დაწერა.
http://www.trust.org/trustmedia/journalism-training/courses-detail.dot?id=9f6a956a-7a78-45d6-bda1-0b5e7172003b
ახალი კომენტარის გამოქვეყნება