3 იანვარი, 2012 - 14:36

Thomson Reuters-ის ტრენინგი - "ახალი ამბების გაშუქება"

დედლაინი:
6 იანვარი, 2012 - 14:00
 
ტრენინგის ხანგრძლივობა - 12-16 მარტი
ადგილმდებარეობა - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 6 იანვარი
ენა - ინგლისური
 
Thomson Reuters-ის ფონდი აცხადებს ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის თემაა Reuters-ის და სხვა წამყვანი სააგენტოების სტანდარტებით ახალი ამბების გაშუქება. 
 
პროგრამა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას გულისხმობს, რა დროსაც ყურადღება გამახვილდება ახალი ამბების გაშუქების და წერის უნარების გაუმჯობესებაზე. ტრენინგის შემდეგ, ჟურნალისტები უფრო სწრაფად, დახვეწილი სტრუქტურით, სამართლიანად, ზუსტად და გასაგებად წერას შეძლებენ. კურსი დაეხმარება ჟურნალისტებს მათი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში და სათანადო სავარჯიშოების შესრულებით, სუსტი მხარეების დაძლევაში. 
 
ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობის მიღება 
 
აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა მოქმედ ჟურნალისტს, ვინც ჟურნალისტიკაში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებისთვის აუცილებელია ჟურნალისტიკაში სულ ცოტა ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება და ინგლისურის სრულფასოვნად  ფლობა. 
 
მათ, ვისაც Reuters-ის ტრენინგში ბოლო ორი წლის მანძილზე მიუღია მონაწილეობა, აპლიკაციის შევსების უფლება არ აქვს. 
 
დაფინანსება
 
ჟურნალისტებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან ტრენინგი სრულადაა დაფინანსებული. დაფინანსებაში შედის ფრენის ( ეკონომ-კლასი) და საცხოვრებელი ხარჯის დაფარვა.
 
  •  თქვენი კარიერის შესახებ 250 სიტყვიანი ბიოგრაფიის დაწერა; 
  • 250-500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი, რომელშიც გამოჩნდება, რა გიშლით ხელს მუშაობაში. აუცილებელია აქვე აღწეროთ როგორ გეგმავთ ამ კურსის დროს შეძენილი ცოდნის გამოყენებას. 
  • აგრეთვე დაგჭირდებათ ამ კურსის შესაბამისი ორი თქვენი ნამუშევრის გამოგზავნა. ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს შეუძლიათ წარმოადგინონ სიუჟეტის სცენარი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.