თხზულებათა კონკურსი გენდერული თანასწორობის თემაზე
ქეა საერთაშორისო კავკასიაში და მისი ადგილობრივი პარტნიორი დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აგრძელებენ განაცხადების მიღებას თხზულებების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
კონკურსის თემაა – “გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიაში” უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის
მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესსე სათაურით: „როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალის და მამაკაცის თანასწორობისას“. კონკურსი გაიხსნა 2011 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს და გამარჯვებულები გამოხცადდებიან და დაჯილდოვდებიან 2011 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 რეზოლუციის (ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება) მიღების თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
თხზულება წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენაზე, არა უმეტეს 1000 სიტყვისა. ნამუშევრები შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. თხზულებები გადმოაგზავნეთ: admin@idpwa.org.ge და მიუთითეთ „კონკურსი გენდერულ თემაზე“. თხზულებების წარდგენის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.
კონკურსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
ახალი კომენტარის გამოქვეყნება