14 ოქტომბერი, 2011 - 17:16

თბილისში გაიმართება ტრენინგი თემაზე:„ჟურნალისტების უსაფრთხოება საჯარო პოლიტიკური აქციების დროს"

დედლაინი:
19 ოქტომბერი, 2011 - 13:16

არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Recourse Center-ი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისის მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს თბილისში გამართავს ტრენინგს  თემაზე:„ჟურნალისტების უსაფრთხოება საჯარო პოლიტიკური აქციების დროს". ტრენინგზე ჟურნალისტებს შეასწავლიან საპროტესტო აქციების უსაფრთხოდ გაშუქების  წესებს.

ეუთოს მხარდაჭერით NGO Recourse Center-ი ამზადებს  განმასხვავაბელ ჟილეტებს, რომელიც დაურიგდებათ საპროტესტო პოლიტიკური აქციების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებს.

ტრენინგს გაუძღვებიან  პროფესორი ანდრეი რიხტერი (ეუთო), პროფესორი დავით პაიჭაძე, დავით მჭედლიძე (Media.Ge), პროფესორი ოლეგ პანფილოვი, შს სამინისტროს წარმომადგენლები,  იურისტები.

ტრენინგზე იწვევენ  თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, ასევე  რეგიონულ ჟურნალისტებს  ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან და თელავიდან.

ტრენინგში  მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გაგზავნონ ელ.მისამართზე: iveta.chelishvili@gmail.com

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.