7 ნოემბერი, 2011 - 19:23

სერიოზული მუქარა თუ ბოროტი ხუმრობა?

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ინფორმაციით, მათ  ჟურნალისტს და პროდიუსერს  ლადო ბიჭაშვილს შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან.  იგივე ნომრიდან ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს ბიჭაშვილის შესახებ წერენ,  რომ  ის უშიშროების აგენტია და ტელევიზიის საქმიანობაზე  ინფორმაციას სპეცამსახურებს აწვდის. ტელევიზიის ხელმძღვანელებს ბიჭაშვილის სამსახურიდან  გათავისუფლებას ურჩევენ.

7  ნოემბერს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, „თრიალეთს“ ერთ–ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება უცვლელად მოჰყავს.

,,გავიგეთ,  რომ თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებთ ტელეკომპანია “თრიალეთის” აქციების 40% მიყიდოთ მას, რომ შემდეგ დაგაფინანსოთ ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაცემების მომზადებაში. ამას ჯერჯერობით ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა როცა აჟიოტაჟი ატყდება შეიძლება გვიან იყოს (ტელევიზიის კარებთან შეიძლება კუდი, სოდი, ან სპეცნაზი იდგას).  შემდეგ ნუ იტყვით, რომ არავის გაუფრთხილებიხართ“.
  
ლადო ბიჭაშვილი და ტელეკომპანიის ხელმძღვანელები მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ერთი და იგივე ღია  ნომრიდან იღებენ. ტელეფონის ნომერს ტელეკომპანია არ ახმაურებს. 

Media.ge  “თრიალეთის” პროდიუსერს ლადო ბიჭაშვილს დაუკავშირდა.

 Media.ge  – რამდენად სერიოზულად მიიჩნევთ ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს? ეს რეალური მუქარაა,  თუ თქვენზე განაწყენებული რომელიმე პირის ხუმრობა?

ლადო ბიჭაშვილი – პირად შეურაცხყოფას მაყენებენ. მეც და ხელმძღვანელებსაც ერთი ნომრიდან გვიმესიჯებენ. დღეს განცხადება შევიტანე პოლიციაში და პროკურატურაში. შეიძლება ეს არასერიოზული იყოს, მაგრამ მაინც მივმართეთ სამართალდამცავებს. მათ გაარკვიონ ბოროტი ხუმრობაა, თუ სერიოზული მუქარა. 

Media.ge – თქვენ არ სცადეთ იმ ნომერზე გადაგერეკათ და გაგერკვიათ ვინ გწერდათ? 

ლადო ბიჭაშვილი – კი ვრეკავთ ამავე ნომერზე, მაგრამ არ გვპასუხობს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი პრესკონფერენციის შემდეგ დაიწყო. შეურაცხყოფასთან ერთად არის შანტაჟი და მუქარა. ცდილობენ ჩემი რეპუტაციის შელახვას. ამიტომ მივიჩნიეთ,  რომ საქმეში სამართალდამცავები ჩაგვერთო და მათ გაარკვიონ ვინ გვწერს.

Media.ge – მართლა ყიდის ტელევიზიის მფლობელი 40 პროცენტს?  

ლადო ბიჭაშვილი– ეს მე არ ვიცი, ამას ჩვენი ანონიმი წერს, არ ვიცი - რა ინფორმაციას ეყრდნობა.  მიმაჩნია, რომ ეს “სმს” ისტერია სპეცსამსახურებისგან მოდის, და თუ ისინი არაფერ შუაში არ არიან, მაშინ ნომერი სახეზეა და გამოიძიონ საქმე.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტმა შანტაჟის და შეურაცხყოფის ფაქტზე  საჩივარი შეიტანა შიდა ქართლის პროკურატურაში და სამხარეო პოლიციაში. ის უკვე დაკითხეს. ახლა,  “თრიალეთში” სამართალდამცავების რეაგირებას ელოდებიან.

რედაქციისგან: „თრიალეთის“ თანადამფუძნებელმა ჯონი ნანეტაშვილმა Media.ge -ს განუცხადა, რომ ტელევიზიის  40%-იანი წილის ბიძინა ივანიშვილისთვის მიყიდვის განზრახვა გამონაგონია.  

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.