28 აპრილი, 2011 - 21:23

საია ამზადებს ჟურნალისტის სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად ამზადებს  ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სარჩელს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პრემიების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის წინააღმდეგ.

იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია, რომელიც ამ თანამდებობაზე ხელმეორედ 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა.

მინისტრის პრემიის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ვახტანგ კომახიძემ 2009 წლის დეკემბერში გამოითხოვა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას უარი უთხრეს,  იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემს შეიცავდა. კომახიძე  საჯარო ინფორმაციის მიღებაზე თავისი უფლების დაცვას  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეეცადა,   მაგრამ სასამართლომ  იუსტიციის სამინისროს პოზიცია გაიზიარა   და ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ვახტანგ კომახიძე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მის დევნაში ადანაშაულებს,  2010 წლის თებერვლიდან თავს აფარებს შევიცარიას.

თამარ კორძაიამ, მედიასამართლის სპეციალისტმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან,  Media.Ge-ს განუცხადა, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ მინისტრის პრემიის შესახებ ინფორმაცია  პერსონალურ მონაცემად სცნო და უარი თქვა  მის  გასაჯაროებაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტთა სამართლებრივ მხარდაჭერას ახორციელებს.

ამ ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2008-2010 წლებში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით  სასამართლოებმა 81 საქმე განიხილეს, რომელთაგან მოქალაქეების სასარგებლოდ მხოლოდ 5 საქმე დაკმაყოფილდა.კვლევის შედეგების პრეზენტაცია 28 აპრილს სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. რიგით მეოთხე კვლევა ხორციელდება პროექტის - "ანგარიშვალებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში"  - ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "ღია საზოგადოების ინსტიტუტი".

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.