რადიო თავისუფლება გთავაზობთ სტაჟირების ორთვიან კურსებს
მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რადიო თავისუფლება სთავაზობს სტაჟირების ორთვიან კურსებს -“იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად.”
ორი თვის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან ერთად. პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს. იმუშაოთ რეალური ნიუსრუმის რეჟიმში.
მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისათვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.
- ახალი მედია, რადიო, ტელევიზია, გაზეთი…
- როგორ გადავაქციოთ სიტყვები სახეებად, ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო მონათხრობად. როგორ აღმოვაჩინოთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
- ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, მოვისმენთ ბევრს და დავწერთ კიდევ უფრო მეტს და შევეცდებით, გავარკვიოთ რატომ არის ჟურნალისტის პროფესია ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავე დროს, ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.
- თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილ თანამედროვე მულტიმედიურ ნიუსრუმში (MEC) ჟურნალისტური საქმიანობისათვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
- ყოველ 2 თვეში, 10 სტუდენტი შეძლებს რადიო თავისუფლების სტაჟირების პროგრამის გავლას. ისინი საგანგებო კონკურსის შედეგად შეირჩევიან. შესარჩევი კონკურსი გულისხმობს გასაუბრებას.
მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართულ ფაილში (PDF) მოცემული ანკეტა.
სწავლება ფასიანია.
ყოველ ნაკადში დაფინანსდება ერთი სტიპენდია (საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტებისათვის).
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე www.radiotavisupleba.ge და Facebook-ზე
შეკითხვები და შევსებული განაცხადი გაგზავნეთ მისამართზე: tavisupleba.school@gmail.com
ახალი კომენტარის გამოქვეყნება