კონკურსი „აღმოსავლეთის პარტნიორობის ჟურნალისტური ჯილდო“
გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ და არაჩვეულბრივ კონკურსში რეპორტიორებისთვის, სახელწოდებით ”აღმოსავლეთის პარტნიორობის ჟურნალისტური ჯილდო”. კონკურსში მონაწილეობის უფლება აღმოსალეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) იმ ჟურნალსტებს, ვინც აშუქებს ისეთი საკითხები როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ბრძოლა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, და რომელთაც სწამთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება განვითარების სწორი გზაა, და ასევე სჯერათ ჟურნალისტური მისიის არსის.
რეპორტიორთა ფონდი ვარშავაში და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში გამორჩეული ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ მოიგოთ გრანპრი 10 000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 2,400 ევრო) ოდენობით ან ორი ჯილდო 5000 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 1,200 ევრო) ოდენობით. ნებისმიერ საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს თარგმანი რუსულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა გაგზავნოთ შემდგე ელ მისამართზე: prize@fundacjareporterow.pl, ან ep.prize@gmail.com.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბერი.
ფინალისტებს ნოემბრის დასაწყისში შეარჩევენ. ისინი მიწვეულები იქნებიან საფინალო ცერემონიალზე პოლონეთში, 2011 წლის 24-25 ნოემბერს. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სფეროებს: საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ადამიანის უფლებები და ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონის თანამშრომლობა ევრო კავშირთან. საკონკურსო ნამუშევრები გამოქვეყნებული უნდა იყოს მედიის ერთ რომელიმე ძირითად საშუელებაში (პრესა, რადიო, ტელევიზია,ინტერნეტი) 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.fundacjareporterow.pl
უფრო მეტი ინფორმაცია ასევე განთავსებულია Media.Ge-ს ინგლისურენოვან გვერდზე: http://www.media.ge/en/content/eastern_partnership_0
ახალი კომენტარის გამოქვეყნება