13 ოქტომბერი, 2011 - 16:25

Gipa-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ხელმეორედ აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობაზე

დედლაინი:
25 ოქტომბერი, 2011 - 12:25

მიმართულება:

  1. ახალი მედია
  2. მედია მენეჯმენტი
  3. ტელე-რადიო მაუწყებლობა

 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს სამაგისტრო და პროფესიული განვითარების პროგრამებს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულებით, რითაც ემსახურება თავისუფალი მედია გარემოს განვითარებას კავკასიის რეგიონში.

ვაკანტური ადგილის შესახებ:  ჩვენ ვეძებთ კარგ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ გახდნენ კარგი პედაგოგები. ჩვენ ასევე ვეძებთ კარგ მედია მენეჯერებს, რომლებსაც სურთ გახდნენ პედაგოგები. თუ თქვენ გაქვთ პროფესიული გამოცდილება, მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში. ორი საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მომავალი 3 წლის მანძილზე, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები დაგეხმარებიან გახდეთ კარდი პედაგოგი და მკვლევარი. ისინი თქვენთან ერთად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკაში ან მედია მენეჯმენტში;
  • აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში, მედია მენეჯმენტში ან მონათესავე დისციპლინაში.

 სამუშაოს აღწერა:

  • სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსის წაკითხვა (წელიწადში 2 სემესტრი);

  • სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საკურსო ნაშრომებისა და დიპლომების ხელმძღვანელობა;

  • სტანდარტულ სალექციო კურსებთან ერთად სამეცნიერო კვლევების განხორციელება.       

საბუთების ჩამონათვალი:

  • სამოტივაციო წერილი;
  • ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ოქტომბერი.

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ტელ: (995 32) ) 249-75-01; მობ: 599 911 577

ელ-ფოსტა: nmetreveli@gipa.ge

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.