გაზეთი P.S. - ქუთაისის მცხოვრებლები „იმედის“ სტუდიის მშენებლობას აპროტესტებენ
გაზეთ „P.S.“-ის (ქუთაისი) ცნობით, ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ქუჩის №17-ში მდებარე რვასართულიანი სახლის მცხოვრებნი მათი კორპუსის სახურავზე ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიის მშენებლობას აპროტესტებენ. ერთ-ერთი მაცხოვრებელი ფარნაოზ სინატიშვილი გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ „იმედის“ შეკვეთას ადგილობრივი კომპანია „შპს 184“ ასრულებს. მათ მშენებლობა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად დაიწყეს. სინატიშვილის თქმით, ბოლო სართულზე სამი ოჯახი ცხოვრობს, სამუშაოების მიმდინარეობისას მათი ბინების ჭერი დასკდა და წყალი ჩავიდა.
„უნდა აიღონ „სინკარები“ და დაიდოს 25 ტონიანი კონსტრუქცია. ყოველივე ამის გამო ჩვენს სართულზე უნდა დაიბურღოს საყრდენი კედლები. არ გვინახავს ექსპეტიზის დასკვნა. არ ვიცით, იქნება თუ არა გამოსხივება. საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი სამსახურის განთავსება საცხოვრებელი ბინის სახურავზე? არა გვაქვს უსაფრთხოების გარანტია,“ - აცხადებს ფარნაოზ სანოტაშვილი „P.S“-თან საუბრისას. მისი თქმით, მერვე სართულის მცხოვრებლებთან არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება და არ არის გამოუყვიათ კომპენსაცია. მოსახლეობას „იმედის“ წარმომადგენელიც არ შეხვედრია.
სანოტაშვილის ინფორმაციით, კორპუსი 43 წლისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ კედლები კიდევ ერთი სართულის დადგმას ვერ გაუძლებს. ქუთაისის საკრებულოს წევრმა, „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაიტანა. მას ქუთაისის მერი გიროგი თევდორაძე გამოეხმაურა და მიესალმა ქალაქში „სოლიდური მედიასაშუალების“ სტუდიის მოწყობას.
gamosxiveba ara is :D:D
ახალი კომენტარის გამოქვეყნება