გაზეთი „გარდიანი" აცხადებს კონკურსს პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტებისთვის
საერთაშორისო განვითარებით დაინტერესებულ პროფესიონალ და მოქალაქე ჟურნალისტებს შესაძლებლობა ქვთ მონაწილოება მიიღონ გაზეთ „გარდიანის" კონკურსში Guardian International Development Journalism Competition, რომლის სპონსორები არიან Barclays და GlaxoSmithKline.
კონკურსის მიზანია განვითარებადი ქვეყნების იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების გაშუქება, რომლებსაც არასაკმარისი ყურადღება ეთმობა მედიაში.
კონკურსში მონაწილოების მსურველმა უნდა დაწეროს ნარკვევი გლობალური სიღატაკის თემაზე. კონკურსის პოტენციური თემებს შირისაა: ქალთა თანასწორუფლებიანობა, ობოლთა დახმარება და სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება. საკონკურსო თემების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
40 საუკეთესო ნამუშევარი გამოქვეყნდება „გარდიანის" ვებ-გვერდზე (guardian.co.uk).
16 ფინალისტი - 8 პროფესიონალი და ამდენივე მოქალაქე ჟურნალისტი - გაემგზავრება ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ჟურნალისტური მისიით, რომლის ფარგლებში მომზადებული სტატიები დაიბეჭდება გაზეთ „გარდიანში".
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 ივნისი.
კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.guardian.co.uk/journalismcompetition
ახალი კომენტარის გამოქვეყნება