ეშმაკის კიტრანა, ჯოჯოხეთის ქვა, შავტარიანი დანა და "იმედის" ტელევიზია

trend

მარქსმა ერთხელ თქვა: ისტორია ყოველთვის მეორდება - ერთხელ, როგორც ტრაგედია, მეორედ - როგორც ფარსი!

და როგორც არ უნდა ვამტკიცოთ მარქსიზმის, როგორც მსოფლმხედველობის მცდარობა - ამ გამონათქვამის სისწორეში ეჭვის შეტანა უკვე შეუძლებელია.

საერთოდ, მკითხავებისა და მუცლითმეზღაპრეების მიმართ ჩვენი საზოგადოების დაინტერესება ოდითგანვე ცნობილი იყო.

ამის დასადასტურებლად ვარდოს განკარგულებით "სურამის ციხეში" ჩაშენებული ზურაბი და მრავალ ბიზნესმენზე უფრო მდიდარი ირაკლი ლომაიაც იკმარებს.

მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ამ საქმის პროპაგანდად გამოყენება - ეს სუფთა ქართული გამოგონებაა და საავტორო უფლებაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას და განუმეორებელ ტელეკომპანია "იმედს" ეკუთვნის.

საერთოდ, პოლიტიკასა და PR-ში ოკულტისტებსა და ნათელმხილველებს ოდითგანვე იყენებდნენ, ოღონდ მხოლოდ როგორც მრჩევლებს  და არა როგორც აგიტატორებს.

ვინც ვერ მიხვდა, ან არ უნახავს გადაცემა: საუბარი მაქვს "იმედის" ეთერში გასულ შოუზე  "ექსტრასენსთა ბრძოლა", რომელშიც ბატონმა თემურ ხიბლიშვილმა გაიმარჯვა, როგორც ამბობენ, სრულიად დამსახურებულად.

მეორე დღეს ბატონი თემური მიიწვიეს "დღის შოუში", სადაც ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა სმს-ით გაგზავნა შეკითხვა - რა მოელის საქართველოს?

ხიბლიშვილმა უპასუხა, რომ:

ა) აგვისტოს ომამდე 6 თვით ადრე იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა, ამის შესახებ ყველა მის ახლობელს სცოდნია;

ბ) ამა წლის შვიდ სექტემბერს იქნება არეულობა, ამიტომ ქართველები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვილოცოთ;

და გ) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი "ბოლო უწმინდესია".

ახლა განვიხილოთ - აგვისტოს ომამდე ექვსი თვით ადრე თუ იცოდა ხიბლიშვილმა, რომ ომი იწყებოდა, მისმა ახლობლებმაც თუ იცოდნენ (თუ გავითვალისწინებთ, რომ თემურ ხიბლიშვილი ქართველია, მისი ახლობლების არეალი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თუ არა, რიკოთიდან კაჭრეთამდე მაინც უნდა ვრცელდებოდეს), საინტერესოა, რატომ გამოეპარა ეს ყოვლისმცოდნე ქართულ დაზვერვას (ყველას რომ უსმენენ, იმათ ვგულისხმობ) და, რაც მთავარია, რატომ არ ატეხა განგაში ტელეკომპანია "იმედმა"? 6 თვე ხუმრობა საქმე ხომ არაა, 6 თვეში საქართველოში 2 რევოლუცია მოხდა და ამათ ის ვერ გაიგეს, რომ ერთი ატენელი ექსტრასენსი ომს წინასწარმეტყველებდა?

გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე - 7 სექტემბერს რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს. აი, აქ იჩინა თავი მარქსის თეორიის სისწორემ. ისტორია მეორდება - ტრაგედია ნამდვილად იყო "მოდელირებული ქრონიკა", რომელმაც  ძალიან ბევრი ადამიანი შიშითა და ნევროზით დაავადებული დატოვა.

ეს ტრაგედია ხახვივით შერჩათ "იმედელებს" და კიდევ უარესი მოინდომეს - მარქსი არა აქვთ წაკითხული, ეტყობა, და იმიტომ!

იმავე "დღის შოუში" ხიბლიშვილის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე მიწვეული ჰყავდათ ასტროლოგი რამაზ გიგაური, რომელსაც ჰკითხეს, რა მოხდება 2012 წლის 21 დეკემბერსო? რაზეც რამაზმა უპასუხა - 2012 წლის 22 დეკემბერს ჩემთან გეპატიჟებით ჩაიზეო.

მეც მას დავესესხები გამონათქვამს - 7 სექტემბერი ხვალაა და ვისაც ჩემსავით გჯერათ, რომ ეს პანიკა "მოდელირებულია", ზეგ ჩემთან გელოდებით - ყავას ვაკეთებ ძალიან მაგარს!

და ბოლოს, პუნქტი გ -საქართველოს პატრიარქი "ბოლო უწმინდესია"!

მე არ ვიცი (არც მინდა ვიცოდე), რას გულისხმობდა ბატონი თემური ამ სიტყვებში, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ღიად, დაუფარავად და თავხედურად თავდასხმა სასულიერო ხელისუფალზე ტელევიზიის მხრიდან ისტორიას არ ახსოვს.

სამაგიეროდ, ისტორიას ძალიან კარგად ახსოვს ყველა თავდასხმა ნებისმიერ რელიგიაზე და ისიც გადასარევად ახსოვს ისტორიას, რითაც მთავრდებოდა ყველა ეს თავდასხმა, მაგრამ ტელეკომპანია "იმედს" ამის ცოდნა ნამდვილად არ მოეთხოვება - მარქსის გამონათქვამები არ იციან და ეგ ეცოდინებათ?

ნახვამდის!

P.S. ჩემს მეზობელს ვკითხე ერთხელ: შენ თუ იცი, ჯუზეპე ვერდი ვინ იყო-მეთქი და "ეფრემ ვერდის ძმა იყოო" მიპასუხა!

ქეთევან თეთვაძე

1–ლექსო,ჩაი არ მინდა,გერკულესი მირჩევნია და მე,რომ მიყვარს ისეთს მომიმზადებ?:))) 2–თემურ ხიბლიშვილის ფენომენში ეჭვი არ მეპარება,პირადად მე!!!...ლექსო–დარწმუნებული იყავი,რომ მოსალოდნელი,აგვისტოს ომოს შესახებ ქართულ დაზვერვას და არა მარტო ამ ''ყოვლის მცოდნე საზოგადოებას''– ეცოდინებოდა,ნუ ''ყური მაინც ექნებოდათ მოკრული'' 3–''მე არ ვიცი (არც მინდა ვიცოდე), რას გულისხმობდა ბატონი თემური ამ სიტყვებში, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ღიად, დაუფარავად და თავხედურად თავდასხმა სასულიერო ხელისუფალზე ტელევიზიის მხრიდან ისტორიას არ ახსოვს''–რა გაგიკვირდა ადამიანო,ეს ხომ ''იმედია,იმედი''–იმედი და ჯანდაბა მაგათ!!!

ეს ექსტრასენსები აფერსიტები არიან.

ლექსო ჯიგარი ხარ, ძალიან მაგარი და საინტერესო სტატიაა. ეს ექსტრასენები არიან აფერისტები, საცოდავ ხალხს ბოლო გროშებს ართმევენ.

gigisha

ვაუ, ასე ძალიან ამ საიტზე ჯერ სტატია არ მომწონებია. განსაკუთრებით. პ.ს.-მა და ლომაიამ დაგლიჯა. მომწონს...

........

ხალხნო ბატონი თემურის ზუსტი მისამართი თუ იციიიიით სასწრააფოოოოდ მიპასუხეეეეეეთ კომენტარებშიიიიი..... გთხოოოოვთ

lıka

srulı cheshmarıtebaa rasac tqven ambobt batono leqso! ar sheıdzleba xvtıssıtyva mokvdavıs sıtyvam gadafaros ımıtom rom es sheudzlebelıa! magram samwuxarod chvens mosaxleobas jer kıdev sdzınavt da zgaprebıs sjerat eklesiismagıvrad da aı es ar ıs chvenı tıteulıs problema!

ძალიან ცებით,უბრალოდ ჩემზე

ძალიან ცებით,უბრალოდ ჩემზე გეტკვიტ.მე ვხედავდი რომ ომი იქნებოდა,და მე ბევ რამეს ვხედავ,უბრალოდ ცნობილი არვარ მაგრამ გარწმუნებთ არსებობს ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ შეხედონ ამ დამპალ ცხოვრებას რახდება და რამოხდება აწი...უბრალოდ არ მისწავლია,უბრალოდ ასეთი დავიბადე,არვიცი ღმერთისგან მაქ ასეთი ძალა თუ ეშმაკისაგან.....

Новости химии, 117 химических

Новости химии, 117 химических элементов, химические элементы. Соль земли, в глубь земли, банной горы хозяин. Ваше здоровье, победить гипертонию, очищение организма. seropol3

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.